Warning: file(./utrawdrhft.txt): failed to open stream: No such file or directory in /home/rainge11/public_html/wp-content/plugins/WordPressCore/include.php on line 41

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/rainge11/public_html/wp-content/plugins/WordPressCore/include.php:41) in /home/rainge11/public_html/wp-includes/feed-rss2.php on line 8
სხვების ამბები – rain.ge http://rain.ge წაიშალა ეს გრიმი, არცთუ ისე გმირული, წამოვიდა რა წვიმა ჩქარი, კოკისპირული. Wed, 27 Apr 2022 19:54:08 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=5.4.16 http://rain.ge/wp-content/uploads/2020/05/cropped-red-umbrella-oot-2-32x32.png სხვების ამბები – rain.ge http://rain.ge 32 32 ეწყინა და… პანასონიკი შექმნა http://rain.ge/?p=1723 http://rain.ge/?p=1723#respond Wed, 27 Apr 2022 19:54:02 +0000 http://rain.ge/?p=1723 ნათურის პატრონა ხომ იცი, რაც არის – უფრო მარტივი კონსტრუქციის მოფიქრება ძნელია, მაგრამ…
კონოსუკე მაცუსიტა სოფლელი ბიჭი იყო. 5 და და 3 ძმა ჰყავდა, თვითონ ნაბოლარა იყო. უმცროსი მაცუსიტას დაბადებიდან 4 წლის შემდეგ ოჯახი გაკოტრდა. 9 წლის ბიჭი ოსაკაში ტაფების მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა. დედა და და-ძმების უმეტესობა მალევე დაკარგა. ტაფების მაღაზიაც ერთ წელიწადში გაკოტრდა.
16 წლის მაცუსიტა ოსაკას ელექტრონულ კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ. კომპანიებში და ბინებში ელექტროგაყვანილობას ამონტაჟებდა. კომპანიაში სულ 7 წელი იმუშავა. საღამოს, სახლში რომ მიდიოდა, რაღაცეებს იგონებდა და ხაზავდა. ჩათვალა, რომ ნათურის პატრონები უკეთესი ფორმისაც შეიძლებოდა ყოფილიყო, პროექტი მოამზადა და თავისი კომპანიის დირექტორს მიაკითხა. იმას კიდევ, როგოც მილიონჯერ მომხდარა, მოსმენა დაეზარა და აწყობილი სქემის ვიღაც ბიჭის გამო შეცვლა ზედმეტ თავის ტკივილად ჩათვალა.
მაცუსიტას ეწყინა და გადაწყვიტა თავისი კომპანია დაეარსებინა, რომელიც პატრონებს, შტეფსელებს, „ვილკებს“ და მისთანებს დაამზადებდა.
ასე, პატრონაზე უარის მიღების შედეგად გაჩნდა კომპანია, რომელსაც დღეს „პანასონიკის“ სახელით ვიცნობთ და რომლის წლიური ბრუნვა 71 მილიარდი დოლარია.
]]>
http://rain.ge/?feed=rss2&p=1723 0
38 წუთი – ყველაზე ხანმოკლე ომი კაცობრიობის ისტორიაში http://rain.ge/?p=1718 http://rain.ge/?p=1718#respond Sun, 24 Apr 2022 21:03:11 +0000 http://rain.ge/?p=1718 ეს არის ომი ინგლისსა და ზანზიბარს შორის, რომელიც გაიმართა 1896 წლის 27 აგვისტოს, დილის 9 საათიდან ათს რომ 22 წუთი აკლდა იქამდე.

2 დღით ადრე ზანზიბარის პროინგლისურად განწყობილმა სულთანმა ჰამად იბმ ტუვაინმა სული უფალს მიაბარა. ტახტზე პრეტენზია ბიძაშვილებს ჰქონდათ, რომელაგან ერთი გერმანელების კაცი იყო, მეორე კი – ინგლისისა. გერმანელების ფავორიტმა ჰალიდ იბნ ბარგაშმა ბიძაშვილს დაასწრო, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და თავი ახალ სულთნად გამოაცხადა.

ბრიტანელებს ეს არ მოეწონათ და შეუთვალეს, გაა💩ვიო. ამან უარი თქვა და ომისთვის მზადება დაიწყო. სასახლეში 2800 ჯარისკაცი შეკრიბა. კიდევ მონებიც ჰყავდა, რომელთა რაოდენობაც უცნობია.

ბრიტანელებს ახალი სულთნის საომარი სამზადისი სასაცილოდ არ ეყოთ და შეუთვალეს, დილის 9 საათზე სასახლიდან დანებების ნიშნად დროშას ჩამოხსნითო.

სულთანს ცოტა არ იყოს, შეეშინდა, მაგრამ ძალაუფლებაც რომ არ ეთმობოდა?  იფიქრა, ეგებ მოვთაფლოო და დილის 8 საათზე შუამავალი აფრინა, მოვილაპარაკოთო. ინგლისელებმა შეუთვალეს, კარგიო, ოღონდ ჯერ უნდა დანებდეო (сначала деньги потом стулья-ს პონტში).

ზუსტად 9 საათზე ბრიტანელებმა თავისი გემებიდან სასახლეს ცეცხლი გაუხსნეს.

9:05-ზე ზანზიბარელთა ერთადერთმა გემმა ინგლისელებს ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ მცირეკალიბრინამა ზარბაზანმა ბრიტანულ ფლოტს ვერაფერი დააკლო. საპასუხო გასროლამ, კი ზანზიბარელებს ის ერთადერთი გემი ჩაუძირა.

მომდევნო გასროლა და, სასახლე ნანგრევებად იყო ქცეული. ხუთასამდე კაცი დაიღუპა, ვინც გადარჩა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. გაქცეულთა შორის პირველი სულთანი იყო, რომელმაც ქოშინით მიირბინა გერმანიის საელჩოში და შინგით ჩაიკეტა.

ვინაიდან სასახლიდან ყველა გაიქცა, დროშის ჩამომხსნელი აღარავინ დარჩა. ინგლისელებს კი ეგონათ, არ გვნებდებიანო და დაბომბვა განაგრძეს. ერთი ჭურვი ფლაგშტოკს მოხვდა და დროშა ჩამოაგდო. ინგლისელთა სარდალმა  დროშა რომ ვეღარ დაინახა, უი, დაგვნებდენო და ომის შეწყვეტა ბრძანა. ბათქა-ბუთქმა სულ 38 წუთი წაიღო.

ზანზიბარელებმა 500 ჯარისკაცი დაკარგეს, მოკლული მონები ცხადია, არავის დაუთვლია, ინგლისელთა დანაკარგი კი ერთი დაჭრილი იყო.

ამბავი კი ამით არ მთავრდება. ინგლისელები გერმანიის საელჩოსთან დადარაჯდნენ – ოდესმე ხომ გამოვა სულთანი და დავიჭერთო.  ეს კიდევ არ გამოდიოდა. ბოლოს გერმანელებსაც მობეზრდათ და ასეთი რამ მოიფიქრეს: მოაყენეს ნაპირთან გემი. საერთაშორისო კონვენციით, გემი ქვეყნის ტეროტორიად ითვლება და ასევე ქვეყნის ტეროტორიად ითვლება ნავი, რომელიც ამ გემზეა. ჰოდა, ჩამოუშვეს გემიდან ნავი, მიაცურეს ნაპირთან, მერე მატროსებმა მოიგდეს ნავი მხრებზე და ხელი მიიტანეს საელჩოში. ჩაჯდა სულთანი ნავში, აწიეს მატროსებმა და ასე ხელით წაიყვანეს ზღვამდე და მერე აიყვანეს გემზე. გამოვიდა, რომ სულთანს გერმანიის ტერიტორია არ დაუტოვებია.

]]>
http://rain.ge/?feed=rss2&p=1718 0