Warning: file(./utrawdrhft.txt): failed to open stream: No such file or directory in /home/rainge11/public_html/wp-content/plugins/WordPressCore/include.php on line 41

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/rainge11/public_html/wp-content/plugins/WordPressCore/include.php:41) in /home/rainge11/public_html/wp-includes/feed-rss2.php on line 8
უმოკლესი მოთხრობები – rain.ge http://rain.ge წაიშალა ეს გრიმი, არცთუ ისე გმირული, წამოვიდა რა წვიმა ჩქარი, კოკისპირული. Sun, 20 Aug 2023 10:04:53 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=5.4.16 http://rain.ge/wp-content/uploads/2020/05/cropped-red-umbrella-oot-2-32x32.png უმოკლესი მოთხრობები – rain.ge http://rain.ge 32 32 სცენარი 10-წამიანი ფილმისთვის http://rain.ge/?p=1746 http://rain.ge/?p=1746#respond Sun, 20 Aug 2023 10:04:42 +0000 http://rain.ge/?p=1746 ქალი ტელევიზორს უყურებს, სადაც კოსმოსური ხომალდის სტარტს უჩვენებენ. უკუათვლა დაწყებულია: ათი, ცხრა, რვა, შვიდი…

ქალის სახეზე დაძაბულობა მატულობს.

ექვსი, ხუთი, ოთხი…

ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს.

სამი, ორი, ერთი, სტარტი!

  • ჰო, გაფრინდა, შეგიძლია მოხვიდე….
]]>
http://rain.ge/?feed=rss2&p=1746 0
უმაღლესი განათლება. რონ ბასტი http://rain.ge/?p=1640 http://rain.ge/?p=1640#respond Wed, 26 Jan 2022 12:00:17 +0000 http://rain.ge/?p=1640 − უნივერსიტეტში  შარვლის ხეხვის მეტს არაფერს ვაკეთებდით – თქვა ჯენინგსმა. თან ხელებს იბანდა – მთელი ამ საბიუჯეტო შემცირებების შემდეგ, ისინი ბევრს ვერაფერს გასწავლიან. უბრალოდ ნიშნებს გვიწერდნენ. მეტი არაფერი.

− აბა, როგორ სწავლობდით?

− არ ვსწავლობდით. თუმცა შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ვმუშაობ.

კარი მედდამ შემოაღო.

− ექიმო ჯენინგს, საოპერაციოში ხართ საჭირო.

]]>
http://rain.ge/?feed=rss2&p=1640 0
მადლიერება. ენდრიუ ჰანტი http://rain.ge/?p=1636 http://rain.ge/?p=1636#respond Wed, 26 Jan 2022 11:11:31 +0000 http://rain.ge/?p=1636 შალის გადასაფარებელი, რომელიც ახლახანს მისცეს საქველმოქმედო ფონდში, მოხერხებულად უფარავდა მხრებს, მაღალყელიანი ფეხსაცმელი კი, რომელიც დღეს ნაგვის ურნაში იპოვა, საერთოდ არ უჭერდა. ქუჩის ლამპიონები სასიამოვნოდ უთბობდა სულს გამყინავი სიბნელის შემდეგ. პარკში სკამის საზურგეც ასეთი ნაცნობი იყო მისთვის.

− მადლობა ღმერთო – გაიფიქრა მან – ცხოვრება მშვენიერია.

]]>
http://rain.ge/?feed=rss2&p=1636 0
რანდევუ. ნიკოლ ვედლი http://rain.ge/?p=1633 http://rain.ge/?p=1633#respond Wed, 26 Jan 2022 11:05:20 +0000 http://rain.ge/?p=1633 ტელეფონმა დარეკა.

− ალო – ნაზად თქვა ქალმა.

− ვიქტორია, მე ვარ. მოდი, შუაღამეს სანაპიროზე შევხვდეთ.

− კარგი, ძვირფასო.

− ჰო, ერთი ბოთლი შამპანურიც გამოაყოლე.

− არ დამავიწყდება, ძვირფასო. ამაღამ შენთან მინდა ყოფნა.

− იჩქარე, ლოდინის დრო არ მაქვს – კაცმა ყურმილი უხეშად დააგდო.

ქალმა ამოიოხრა. შემდეგ გაიღიმა:

− საინტერსოა, ვინ იყო.

]]>
http://rain.ge/?feed=rss2&p=1633 0
დასაწყისი. ენრიკე კავალიტტო http://rain.ge/?p=1629 http://rain.ge/?p=1629#respond Wed, 26 Jan 2022 10:56:57 +0000 http://rain.ge/?p=1629 ქალი მასზე გაბრაზებული იყო. თავიანთ იდილიურ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი გააჩნდათ, მაგრამ, ქალს ერთადერთი წყურვილი ჰკლავდა – იმის, რაც მათ არასდროს ჰქონიათ. მის დასაუფლებლად მხოლოდ კაცის სიმხდალე უშლიდათ ხელს. ქალმა გადაწყვიტა მშვიდი და ცბიერი ყოფილიყო. სრულიად შიშველმა ნაყოფს ხელი მოკიდა.

− ადამ – ხმადაბლა დაუძახა კაცს.

]]>
http://rain.ge/?feed=rss2&p=1629 0
საღამოს სიურპრიზი. ჰილარი კლეი http://rain.ge/?p=1624 http://rain.ge/?p=1624#respond Wed, 26 Jan 2022 10:45:27 +0000 http://rain.ge/?p=1624 ძვირფასი კოლგოტი მკვრივად და ვნებისაღმძვრელად შემოეტმასმა თეძოებს – მშვენიერი აქსესუარია საღამოს კაბისთვის. ყველაფერი – ბრილიანტის საყურეებიდან დახვეწილი ფეხსაცმლის ჩათვლით, წვრილ  და მაღალ ქუსლებზე – უბრალოდ ბრწყინვალე იყო. შეღებილი თვალებით ათვალიერებდა საკუთარ ანარეკლს სარკეში, წითლად შეღებილი ტუჩები ვნებიანად გამოიყურებოდა.

მოულოდნელად, უკნიდან ბავშვის ხმა შემოესმა:

− მამა!

]]>
http://rain.ge/?feed=rss2&p=1624 0
უბედური. დენ ენდრიუსი http://rain.ge/?p=1588 http://rain.ge/?p=1588#respond Thu, 06 Jan 2022 21:21:21 +0000 http://rain.ge/?p=1588 ამბობენ, ბოროტებას სახე არ აქვსო. დიახ, მის სახეზე არანაირი გრძობა არ იყო აღბეჭდილი. თანაგრძნობის ნატამალიც არ გააჩნდა, არადა, ტკივილი უბრალოდ აუტანელი იყო. ნუთუ ვერ ხედავს შეძრწუნებას ჩემს თვალებში და პანიკას ჩემს სახეზე?

ის მშვიდად, შეიძლება ითქვას, პროფესიონალურად ასრულებდა თავის ბინძურ სამუშაოს. ბოლოს კი მშვიდად მითხრა: პირში წყალი გამოივლეთ, გეთაყვა.

]]>
http://rain.ge/?feed=rss2&p=1588 0
რა სურს სატანას. ბრაიან ნიუელი http://rain.ge/?p=1584 http://rain.ge/?p=1584#respond Thu, 06 Jan 2022 20:55:51 +0000 http://rain.ge/?p=1584 ბიჭები იდგნენ და უყურებდნენ, როგორ შორდებოდა მათ სატანა. მისი  თვალების ჰიპნოზური ნაპერწკალი ორთავეს ჯერ კიდევ ბურანში ამყოფებდა.

– მისმინე, რა უნდოდა შენგან?

– სული. და შენგან?

– ხურდა მთხოვა, ტელეფონისთვის. სადღაც სასწრაფოდ უნდა დაერეკა.

– გინდა, წავიდეთ, რამე ვჭამოთ?

– მინდა, მაგრამ ფული საერთოდ აღარ მაქვს.

– არა უშავს, მე მაქვს ბევრი.

]]>
http://rain.ge/?feed=rss2&p=1584 0
დამალობანა. კურტ ჰომანი http://rain.ge/?p=1002 Thu, 21 May 2020 21:39:19 +0000 http://rain.ge/?p=1002 − 99, 100! ვინც არ დამალულა, ჩემი ბრალი არ არის!

არ მიყვარს ძებნა, მაგრამ ეს ჩემთვის გაცილებით იოლია, ვიდრე დამალვა. ბნელ ოთახში შევდივარ და იქ მყოფ სუნთქვაშეკრულ ადამიანებს ჩურჩულით ვეუბნები:

− გიპოვე.

შემდეგ ისინი შიშჩამდგარი მზერით მომყვებიან გრძელ დერეფანში. ორივე მხარეს ჩამოკიდებულ სარკეებში კი ჩემი ფიგურა ირეკლება, გრძელი მოსასხამით და ცელით.

]]>
საავადმყოფოში. ბარნაბი კონრადეშჩე http://rain.ge/?p=998 Thu, 21 May 2020 21:35:07 +0000 http://rain.ge/?p=998 ქალს თავბრუდამხვევი სისწრაფით მიჰყავდა მანქანა. ღმერთო, ოღონდ დროზე მოვასწრო.

თუმცა, რეანიმაციული პალატის ექიმის სახის გამომეტყველებით ის ყველაფერს მიხვდა. აქვითინდა.

− გონზეა?

− მისის ალერტონ – რბილად თქვა ექიმმა – თქვენ ბედნიერი უნდა იყოთ, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: მე შენ მიყვარხარ, მერი.

ქალმა ექიმს უცნაურად შეხედა და შებრუნდა.

− მადლობა – ცივად თქვა ჯუდით ალერტონმა.

]]>