ეს ქალი არის ნორმა ტოლმაჯი, უუძველესი თაობის ჰოლივუდელი მსახიობი, რომელმაც პოპულარობის პიკს XX საუკუნის 20-იან წლებში მიაღწია და ახლა აღარავის ახსოვს. თუმცა ყველამ ვიცის ის, რისი უნებლიე შემოქმედიც ეს ქალი გახდა. ერთხელ, 1927 წელს, ჰოლივუდის ბულვარზე სეირნობისას, ჩინური თეატრის სიახლოვეს, ნორმამ შემთხვევით დააბიჯა ახალდაგებულ ასფალტზე და თავისი ფეხის კვალი დატოვა. სწორედ ამ ნაკვალევმა გააჩინა იდეა, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავებს თავიანთი ანაბეჭდები დაეტოვებინათ.
Year: 2022
ეწყინა და… პანასონიკი შექმნა
ნათურის პატრონა ხომ იცი, რაც არის - უფრო მარტივი კონსტრუქციის მოფიქრება ძნელია, მაგრამ... კონოსუკე მაცუსიტა სოფლელი ბიჭი იყო. 5 და და 3 ძმა ჰყავდა, თვითონ ნაბოლარა იყო. უმცროსი მაცუსიტას დაბადებიდან 4 წლის შემდეგ ოჯახი გაკოტრდა. 9 წლის ბიჭი ოსაკაში ტაფების მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა. დედა და და-ძმების უმეტესობა მალევე დაკარგა. ტაფების მაღაზიაც ერთ წელიწადში გაკოტრდა. 16 წლის მაცუსიტა ოსაკას ელექტრონულ კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ. კომპანიებში და ბინებში ელექტროგაყვანილობას ამონტაჟებდა. კომპანიაში სულ 7 წელი იმუშავა. საღამოს, სახლში რომ მიდიოდა, რაღაცეებს იგონებდა და ხაზავდა. ჩათვალა, რომ ნათურის პატრონები უკეთესი ფორმისაც შეიძლებოდა ყოფილიყო, პროექტი მოამზადა და თავისი კომპანიის დირექტორს მიაკითხა. იმას კიდევ, როგოც მილიონჯერ მომხდარა, მოსმენა დაეზარა და აწყობილი სქემის ვიღაც ბიჭის გამო შეცვლა ზედმეტ თავის ტკივილად ჩათვალა. მაცუსიტას ეწყინა და გადაწყვიტა თავისი კომპანია დაეარსებინა, რომელიც პატრონებს, შტეფსელებს,
38 წუთი – ყველაზე ხანმოკლე ომი კაცობრიობის ისტორიაში
ეს არის ომი ინგლისსა და ზანზიბარს შორის, რომელიც გაიმართა 1896 წლის 27 აგვისტოს, დილის 9 საათიდან ათს რომ 22 წუთი აკლდა იქამდე. 2 დღით ადრე ზანზიბარის პროინგლისურად განწყობილმა სულთანმა ჰამად იბმ ტუვაინმა სული უფალს მიაბარა. ტახტზე პრეტენზია ბიძაშვილებს ჰქონდათ, რომელაგან ერთი გერმანელების კაცი იყო, მეორე კი - ინგლისისა. გერმანელების ფავორიტმა ჰალიდ იბნ ბარგაშმა ბიძაშვილს დაასწრო, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და თავი ახალ სულთნად გამოაცხადა. ბრიტანელებს ეს არ მოეწონათ და შეუთვალეს, გაა💩ვიო. ამან უარი თქვა და ომისთვის მზადება დაიწყო. სასახლეში 2800 ჯარისკაცი შეკრიბა. კიდევ მონებიც ჰყავდა, რომელთა რაოდენობაც უცნობია. ბრიტანელებს ახალი სულთნის საომარი სამზადისი სასაცილოდ არ ეყოთ და შეუთვალეს, დილის 9 საათზე სასახლიდან დანებების ნიშნად დროშას ჩამოხსნითო. სულთანს ცოტა არ იყოს, შეეშინდა, მაგრამ ძალაუფლებაც რომ არ ეთმობოდა? იფიქრა, ეგებ მოვთაფლოო და დილის 8 საათზე შუამავალი აფრინა,
International Black and White Spider Awards 2021
Smithsonian Photo Contest
ქალები ზურგიდან
სადილი ცათამბჯენზე
მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი თავისივე ბაღში შვილთან ერთად სკამზე იჯდა და ხელჯოხით მიწაზე რაღაც ფიგურებს ხაზავდა. რომ გეკითხათ, ვერც გიპასუხებდათ, რა ფიგურები იყო. ჯონ დევისონ როკფელერი ფიქრებით სულ სხვაგან იყო. 92 წლის ჯონს მაღალსაყელოიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, ჟილეტი და 4-ღილიანი პიჯაკი ეცვა. ჟილეტის ჯიბიდან, სადაც საათი ედო, ოქრის ძეწკვი მოუჩანდა. პიჯაკის ღილები შეხსნილი ჰქონდა. ქუდი გვერდით ედო. უმცროს ჯონს მამისგან განსხვავებით სერთუკი ეცვა, პერანგის საყელო მომრგვალებული ჰქონდა და ქვაბურა ქუდი ეხუდა. 58 წლის უმცროს ჯონს კმაყოფილი სახე ჰქონდა. ბაღში მათ გარდა არავინ იყო. ჩარლი, უმცროსი ჯონის მძღოლი, ცხადია, სათვალავში ჩასაგდები არ იყო. აბა, ვინ აქცევს ყურადღებას მომსახურე პერსონალს. ჩარლი მოშორებით იდგა. ისეთ მანძილზე, პატრონები თავისი იქ ყოფნით რომ არ შეეწუხებინა და ამავე დროს, დაძახების შემთხვევაში, მყისიერად მათთან გაჩენილიყო. სადღაც ქვევიდან კი
უმაღლესი განათლება. რონ ბასტი
− უნივერსიტეტში შარვლის ხეხვის მეტს არაფერს ვაკეთებდით - თქვა ჯენინგსმა. თან ხელებს იბანდა - მთელი ამ საბიუჯეტო შემცირებების შემდეგ, ისინი ბევრს ვერაფერს გასწავლიან. უბრალოდ ნიშნებს გვიწერდნენ. მეტი არაფერი. − აბა, როგორ სწავლობდით? − არ ვსწავლობდით. თუმცა შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ვმუშაობ. კარი მედდამ შემოაღო. − ექიმო ჯენინგს, საოპერაციოში ხართ საჭირო.
მადლიერება. ენდრიუ ჰანტი
შალის გადასაფარებელი, რომელიც ახლახანს მისცეს საქველმოქმედო ფონდში, მოხერხებულად უფარავდა მხრებს, მაღალყელიანი ფეხსაცმელი კი, რომელიც დღეს ნაგვის ურნაში იპოვა, საერთოდ არ უჭერდა. ქუჩის ლამპიონები სასიამოვნოდ უთბობდა სულს გამყინავი სიბნელის შემდეგ. პარკში სკამის საზურგეც ასეთი ნაცნობი იყო მისთვის. − მადლობა ღმერთო - გაიფიქრა მან - ცხოვრება მშვენიერია.
რანდევუ. ნიკოლ ვედლი
ტელეფონმა დარეკა. − ალო - ნაზად თქვა ქალმა. − ვიქტორია, მე ვარ. მოდი, შუაღამეს სანაპიროზე შევხვდეთ. − კარგი, ძვირფასო. − ჰო, ერთი ბოთლი შამპანურიც გამოაყოლე. − არ დამავიწყდება, ძვირფასო. ამაღამ შენთან მინდა ყოფნა. − იჩქარე, ლოდინის დრო არ მაქვს - კაცმა ყურმილი უხეშად დააგდო. ქალმა ამოიოხრა. შემდეგ გაიღიმა: − საინტერსოა, ვინ იყო.