ახლა აქ ხართ:
Home > საკითხავი > უმოკლესი მოთხრობები > დასაწყისი. ენრიკე კავალიტტო

დასაწყისი. ენრიკე კავალიტტო

ქალი მასზე გაბრაზებული იყო. თავიანთ იდილიურ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი გააჩნდათ, მაგრამ, ქალს ერთადერთი წყურვილი ჰკლავდა – იმის, რაც მათ არასდროს ჰქონიათ. მის დასაუფლებლად მხოლოდ კაცის სიმხდალე უშლიდათ ხელს. ქალმა გადაწყვიტა მშვიდი და ცბიერი ყოფილიყო. სრულიად შიშველმა ნაყოფს ხელი მოკიდა.

− ადამ – ხმადაბლა დაუძახა კაცს.

Facebook
როლან დ'არბანი
პროფესიით ავტომექანიკოსია. მერე ყველაფერი მობეზრდა და სამოგზაუროდ წავიდა. უეცრად გამდიდრდა, ოღონდ არავისთვის მოუყოლია როგორ. საერთდ, ლაპარაკი არ უყვარს. ბევრს კითხულობს, ცოტას წერს, სვამს.

Leave a Reply

Top