ფანჯარა. ჯეინ ორვი

მას მერე, რაც რიტა წამებით მოკლეს, კარტერი ფანჯარასთან იჯდა. არანაირი ტელევიზორი, წიგნი, მიმოწერა. მისი ცხოვრება მხოლოდ ის იყო, რაც ფარდებს მიღმა ჩანდა.

ფეხებზე ეკიდა, ვის მოჰქონდა საჭმელი, იხდიდა გადასახადებს. ის ამ ოთახიდან აღარ გადიოდა. მისი ცხოვრება ფანჯრის მიღმა მორბენალი ფიზკულტურელები, წელიწადის დროთა ცვლა, ქუჩაზე მიმავალი მანქანები იყო. და კიდევ, რიტას აჩრდილი.

კარტერი ვერ ხვდებოდა, რომ რბილი თექით აკრულ პალატაში ფანჯარა არ იყო.

Leave a Reply