საავადმყოფოში. ბარნაბი კონრადეშჩე

ქალს თავბრუდამხვევი სისწრაფით მიჰყავდა მანქანა. ღმერთო, ოღონდ დროზე მოვასწრო.

თუმცა, რეანიმაციული პალატის ექიმის სახის გამომეტყველებით ის ყველაფერს მიხვდა. აქვითინდა.

  • გონზეა?
  • მისის ალერტონ – რბილად თქვა ექიმმა – თქვენ ბედნიერი უნდა იყოთ, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: მე შენ მიყვარხარ, მერი.

ქალმა ექიმს უცნაურად შეხედა და შებრუნდა.

მადლობა – ცივად თქვა ჯუდით ალერტონმა.

Leave a Reply