- ფრთხილად, დატენილია – თქვა მან საწოლ ოთახში შესვლისას.
ქალი საწოლის საზურგეზე იყო მიყრდნობილი.
- – ეს შენი ცოლისთვისაა?
- არა, ეს სარისკოა, კილერს დავიქირავებ.
- და თუ კილერი მე ვარ?
კაცმა ჩაიცინა.
- ვის მოუვა აზრად მამაკაცის მოსაკლავად ქალი დაიქირაოს?
ქალმა ტუჩები გაილოკა და ლულა კაცს მიუშვირა. შენ ცოლს.












