ტელეფონმა დარეკა.
- ალო – ნაზად თქვა ქალმა.
- ვიქტორია, მე ვარ. მოდი, შუაღამეს სანაპიროზე შევხვდეთ.
- კარგი, ძვირფასო.
- ჰო, ერთი ბოთლი შამპანურიც გამოაყოლე.
- არ დამავიწყდება, ძვირფასო. ამაღამ შენთან მინდა ყოფნა.
- იჩქარე, ლოდინის დრო არ მაქვს – კაცმა ყურმილი უხეშად დააგდო.
ქალმა ამოიოხრა. შემდეგ გაიღიმა: საინტერსოა, ვინ იყო.












