ბიჭები იდგნენ და უყურებდნენ, როგორ შორდებოდა მათ სატანა. მისი თვალების ჰუპნოზური ნაოპერწკალი ორთავეს ჯერ კიდევ ბურანში ამყოფებდა.
- მისმინე, რა უნდოდა შენგან?
- სული. და შენგან?
- ხურდა მთხოვა, ტელეფონისთვის. სადღაც სასწრაფოდ უნდა დაერეკა.
- გინდა, წავიდეთ, რამე ვჭამოთ?
- მინდა, მაგრამ ფული საერთოდ აღარ მაქვს.
არა უშავს, მე მაქვს ბევრი.












