უნივერსიტეტში შარვლის ხეხვის მეტს არაფერს ვაკეთებდით – თქვა
ჯენინგსმა. თან ხელებს იბანდა – მთელი ამ საბიუჯეტო შემცირებების შემდეგ, ისინი ბევრს ვერაფერს გასწავლიან. უბრალოდ ნიშნებს გვიწერდნენ. მეტი არაფერი.
აბა, როგორ სწავლობდით?
არ ვსწავლობდით. თუმცა შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ვმუშაობ.
კარი მედდამ შემოაღო. ექიმო ჯენინგს, საოპერაციოში ხართ საჭირო.












