ამერიკაში ჰელოუინი ტკბილეულის გარეშე არ არსებობს. ტრადიციულად, საშიშ კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კარებზე აკაკუნებენ, ადამიანებს აშინებენ და სანაცვლოდ შოკოლადებს და კანფეტებს იღებენ საჩუქრად. ასეთ დროს არავინ ფიქრობს, რომ უცხო ადამიანისთვის გამორთმეული ტკბილეული შესაძლოა სასიკვდილო იყოს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო იქამდე, სანამ ეს გამაოგნებელი შემთხვევა მოხდა.










