1. იდეალური რაკურსი
  2. post აპოკალიპტური სამყარო. Vol.2
  3. ერთხელ მუზეუმში
  4. რეალობა სწორი რაკურსით
  5. კინემატოგრაფიული ჰიპერრეალობა
  6. post აპოკალიპტური სამყარო. Vol.1
  7. კუბო სხვენში, ანუ უცნაური თავგადასავალი საიქიოში
  8. მანჰეტენის ისტორიები Vol.1
  9. დოქტორ ვენსის წყევლა
  10. მთელი სიცოცხლე ბუშტში
  11. როგორ ხვრეტდნენ საბჭოთა კავშირში
  12. ქენდიმენის ისტორია | კაცი, რომელმაც ჰელოუინი მოკლა
  13. FAKE ფოტოების ისტორია
  14. მომნუსხველი პარიზი აკვარელში
  15. ედვარდ ჰოპერის მარტოობა და გულგრილობა
  16. კინემატოგრაფიული ფოტოგრაფია
  17. ალენ დელონი ვაკეში
  18. დასაწყისი. ენრიკე კავალიტტო
  19. უმაღლესი განათლება. რონ ბასტი
  20. მადლიერება. ენდრიუ ჰანტი
  21. დამალობანა. კურტ ჰომანი
  22. საავადმყოფოში. ბარნაბი კონრადეშჩე
  23. ფანჯარა. ჯეინ ორვი
  24. ისტორია საწოლში. ჯეფრი უიტმორი
  25. რანდევუ. ნიკოლ ვედლი
  26. უბედური. დენ ენდრიუსი
  27. საღამოს სიურპრიზი. ჰილარი კლეი
  28. რა სურს სატანას. ბრაიან ნიუელი
  29. Came from it would have been
  30. Pityful a rethoric ques
  31. If several languages coalesce
  32. When I hear the buzz
  33. Spirit gathered divided
  34. Cattle i green first good
  35. Pronunciation more common
  36. She reached the first hills
  37. To achieve this it would be necessary
  38. I neglect my talents
  39. She packed her seven versalia
  40. Heaven and earth seem
  41. The blind texts it is an almost
  42. I should be incapable
  43. Evening be whose seasons
  44. Plants are noticed by me
  45. Their pronunciation and their most
  46. Unknown plants are noticed
  47. Grammar resulting language
  48. It is a paradisematic country
  49. Then they are still using her
  50. Could refuse to pay expensive
Thursday, January 22, 2026
  1. იდეალური რაკურსი
  2. post აპოკალიპტური სამყარო. Vol.2
  3. ერთხელ მუზეუმში
  4. რეალობა სწორი რაკურსით
  5. კინემატოგრაფიული ჰიპერრეალობა
  6. post აპოკალიპტური სამყარო. Vol.1
  7. კუბო სხვენში, ანუ უცნაური თავგადასავალი საიქიოში
  8. მანჰეტენის ისტორიები Vol.1
  9. დოქტორ ვენსის წყევლა
  10. მთელი სიცოცხლე ბუშტში
  11. როგორ ხვრეტდნენ საბჭოთა კავშირში
  12. ქენდიმენის ისტორია | კაცი, რომელმაც ჰელოუინი მოკლა
  13. FAKE ფოტოების ისტორია
  14. მომნუსხველი პარიზი აკვარელში
  15. ედვარდ ჰოპერის მარტოობა და გულგრილობა
  16. კინემატოგრაფიული ფოტოგრაფია
  17. ალენ დელონი ვაკეში
  18. დასაწყისი. ენრიკე კავალიტტო
  19. უმაღლესი განათლება. რონ ბასტი
  20. მადლიერება. ენდრიუ ჰანტი
  21. დამალობანა. კურტ ჰომანი
  22. საავადმყოფოში. ბარნაბი კონრადეშჩე
  23. ფანჯარა. ჯეინ ორვი
  24. ისტორია საწოლში. ჯეფრი უიტმორი
  25. რანდევუ. ნიკოლ ვედლი
  26. უბედური. დენ ენდრიუსი
  27. საღამოს სიურპრიზი. ჰილარი კლეი
  28. რა სურს სატანას. ბრაიან ნიუელი
  29. Came from it would have been
  30. Pityful a rethoric ques
  31. If several languages coalesce
  32. When I hear the buzz
  33. Spirit gathered divided
  34. Cattle i green first good
  35. Pronunciation more common
  36. She reached the first hills
  37. To achieve this it would be necessary
  38. I neglect my talents
  39. She packed her seven versalia
  40. Heaven and earth seem
  41. The blind texts it is an almost
  42. I should be incapable
  43. Evening be whose seasons
  44. Plants are noticed by me
  45. Their pronunciation and their most
  46. Unknown plants are noticed
  47. Grammar resulting language
  48. It is a paradisematic country
  49. Then they are still using her
  50. Could refuse to pay expensive
  • ვენს… ვენს, გძინავს?
  • არა.
  • ვენს, მეშინია.
  • მოდი ჩემთან.

ის ცოლისკენ გადაბრუნდა და მოეხვია.

  • ნუ გეშინია, შენთან ვარ. ყველაფერი კარგადაა. მართლა.
  • აუცილებელია წახვიდე?
  • მხოლოდ ორი-სამი დღით, მონატრებასაც ვერ მოასწრებ. დაიძინე.

დილას ვენსმა, ისე რომ ცოლს არ გაღვიძებოდა, უჩუმრად ჩაიცვა და კონდიციონერს ცოტათი დაუკლო, გამთენიისას ჯერ კიდევ არ ცხელოდა აუტანელად. ცოლის შიშველ მხარს ტუჩებით შეეხო და საძინებლის კარი ფრთილად გაიხურა.

  • ლაბორატორიამდე იქამდე უნდა მივაღწიო, სანამ ოდნავ მაინც გრილა და სუნთქვა შეიძლება – გაიფირა ვენსმა, როცა თავისის ფლაერის პილოტის სავარძელში ჯდებოდა – უკვე აუტანელია ასეთი სიცხე, თან ეს მუდმივი მწარე გემო პირში. ვენსს თავისი საყვარელი ღვეზელის გემოც კი მწარედ ეჩვენობოდა, ცოლი რომ უცხობდა-ხოლმე კვირაობით.

დოქტორ ვენსს ცოლი, რა თქმა უნდა, ძალიან უყვარდა, მაგრამ მარტოობაც არანაკლებ იზიდავდა. მარტოობა ისეთივე აუცილებელი იყო მის მუშაობაში, როგორც, მაგალითად, კომპიუტერი, თუმცა ვენსი მაინც ძველებურად ფურცელს და კალამს ამჯობინებდა. სწორედ ფურცელზე დაწერა ფორმულა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. აღიარებამ კი, თავის მხრივ, საშუალება მისცა, უზარმაზარი დაფინანსება მიეღო მთავრობისგან ამ მიწისქვეშა სუპერთანამედროვე ლაბორატორიის ასაშენებლად. იქ, მთის მრავალკილომეტრიანი ქანების ქვეშ, სრულიად იზოლირებული გარე სამყაროსგან მრავალსაფეხურიანი შლუზებით, დოქტორი ვენსი თავს ბედნიერად გრძნობდა.

  • ვენს, მოიცადე! ღვეზელები დაგავიწყდა! – ცოლს მაინც გაეღვიძა და ახლა სახლის ზღურბლზე იდგა. ერთ ხელში ქაღალდში გახვეული ღვეზელები ეკავა, მეორე ხელით თვალებს იჩრდილავდა მნათობის კაშკაშა სხივებისგან, უკვე რომ მოასწრო ჰორიზონტიდან გამოჩენა.
  • ოჰ, როგორ დამავიწყდა – დოქტორმა ხელი შუბლზე მიირტყა და გაიცინა. შემდეგ ცოლს ღვეზელები გამორთვა და გალანტურად დაუკრა თავი. ცოლს არც კი გაუღიმია.
  • -გეხვეწები, დიდხანს არ შემორჩე, იმ შენი მთის ქვეშ დრო სულ გავიწყდება ხოლმე – უთხრა სერიოზული გამომეტყველებით. ის იქამდე უყურებდა ქმრის ფლაერს, სანამ ის იმდენად არ დაშორდა, რომ კაშკაშა ცაში ჯერ პაწაწინა წერტილად გადაიქცა, შემდეგ კი გაუჩინარდა.
  • წამში დაგიბრუნდები – ვენსს მშვენივრად ახსოვდა თავისი ბოლო სიტყვები, რაც ცოლს უთხრა. ბოლო სიტყვები, რაც საერთოდ ვინმეს უთხრა ამ პლანეტაზე. წამში დაგიბრუნდები… წამში დაგიბრუნდები… წამში დაგიბრუნდები…

ვენსმა ყველაფერი მყისიერად დაკარგა. უეცარი აპოკალიფსის დროს, სულ რამდენიმე საათის განმავლობაში, პლანეტის ატმოსფერი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. ატმოსფერო, რომელიც ასეთი ჩვეული, კომფორტული და თითქოს მარადიული იყო, ქიმიური პროცესების ჯაჭვურმა რეაქციამ  ტოქსიკურ გაზად გადააქცია, არნახული ძალის გრიგალები გამოიწვია და სუნთქვა შეუძლებელი გახადა.

ვენსს არ უნახავს როგორ კვდებოდა მისი ცოლი მათი გუშინ ჯერ კიდევ მყუდრო სახლის ნანგრევებში სანაპიროზე, მაგრამ იცოდა, რასაც გრძნობდა სიცოცხლის ბოლო წამებში. ეს ცოდნა  ვენსს გონებას უღრღნიდა,  ზუსტად ისევე როგორც შხამად გადაქცეული ატმოსფერი ღრღნიდა მილიარდობით ცოცხალ არსებას ყველა კონტინენტზე.

ვენსი უზარმაზარი ჰერმეტიული კარის გამხსნელ ურდულს მთელი ძალით მიაწვა. იციდა, რომ ძალა არცთუ დიდხანს ეყოფოდა მაგრამ არ ელოდა, ასე დასუსტებული თუ იქნებოდა. წყეულ უდრულს, რომელიც ავტომატურ მუშაობაზე იყო გათვლილი, მექანიკურ რეჟიმში გახსნა არ სურდა, ელექტროობა კი, როგორც არ ზოგავდა ვენსი საწვავს გენერატორისთვის, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გათავდა. კიდევ ათ დღეში კი სრულად ამოიწურებოდა წყარო, რომლითაც ვენსი ამდენი ხნის განმავლობაში ახერხებდა მიწისქვეშა თავშესაფარში გაძლებას.

ვენსს ქიმიური თავდაცვის სკაფანდრი პარქტიკულად უკვე აღარაფერს აძლევდა.  ბალონში დარჩენილი სასუნთქი აირის მარაგი სიცოცხლეს მხოლოდ ორი საბრალო საათით თუ გაუხანგრძლივებდა მტრულად განწყობილ შხამიან გარემოში გარდაუვალი სიკვდილის წინ.

  • წამში დაგიბრუნდები, ძვირფასო – დოქტორი ვენსი ღონემიხდილი დაჯდა სკამზე – ცოტათი შევისვენებ, ხომ დაგპირდი, რომ არ დავაგვიანებდი. მახსოვს…

ცოლს სტუმრებზე ლაპარაკი არ უყვარდა. სწორედ ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ გაზეთები უცხოპლანეტელებს. მათ ჩამოფრენამდე ერთი თვით ადრე გამოაგზავნეს სიგნალი. როგორი აღფრთოვანება გამოიწვია მაშინ ამ არნახულმა ამბავმა!

  • პირველი კონტაქტი! ეს ახალი ეტაპია ჩვენი ცივილიზაციის განვითარებაში – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტარების  მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით.

პრესა აღტაცებისგან მეცხრე ცაზე იყო: ახალი ტექნოლიგიები! ვარსკვავთშორისი თანამშრომლობა!

  • შენ ყოველთვის გრძნობდი ტყულის, მე ეს ვიცი. მეც ვერ მოვახერხე ოდესმე მომეტყუებინე და მათაც ვერ შეძლეს… მაპატიე, მარტო რომ დაგტოვე – ვენსმა ვერც კი შენიშნა, როდის დაიწყო ხმამაღლა ლაპარაკი. ასე გავიდა მარტოობის ნახევარი წელიწადი. აბსოლუტური, კრისტალურად წმინდა მარტოობა.

მცირე ატმოსფერული გამანადგურებლის პილოტი ამაყი იყო. დღეს მის ბორტზე თავად განთქმული გენერალი სუნ ძი იმყოფებოდა, ლეგენდარული  პროექტის, „მშობლიური სავანეს“ ხელმძღვანელი.

ლეიტენანტს აქამდე თავისი ბოსი და კერპი მხოლოდ ნეიროვიზორში ჰყავდა ნანახი. და აი, ის აქაა! ნამდვილი, ცოცხალი გმირი! მისი წყალობით სამშობლომ ათობით პლანეტა მიიერთა და რაც მთავარია, ყველა მათგანზე ადამიანებისთვის საცხოვრებლად ვარგისი გარემო შექმნა.

ეს პლანეტა 38-ე იყო. მალე აქ პირველი კოლონისტები ჩამოვლენ გადატვირთული დედამიწიდან, ის კი, ლეიტენანტი ზახაროვი,  39-ე პლანეტის ასათვისებლად გაემართება.

ტექნოლოგია უწვრილმანეს დეტალებამდე იყო დახვეწილი. ყოველი მომდევნო პლანეტის ათვისება სულ უფრო ნაკლებ დროს მოითხოვდა. ამ პლანეტაზე სულ რაღაც 2 წელი ეყოთ. გენერალი უბრალოდ გენიოსია. შემთხვევით კი არ აირჩია ის, ლეიტენანტი ზახაროვი უკანასკნელი საკონტროლო ინსპექციისთვის – ფიქრობდა პილოტი და სამხრეებზე ახალ ვარსკვლავს ელოდებოდა, ეგებ მედალიც მიეყოლებინათ.

უეცრად მონიტორზე ნარინჯისფერი წერტილი გაჩნდა. ლეიტენანტმა საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. მოციმციმე ეული წერილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობას ნიშნავდა.

  • ეს რანაირად? შეუძლებელია! ბოლო აბორიგენები  ნახევარი წლის წინ მოვიცილეთ. საიდან გაჩნდა?! – ზახაროვმა სიგნალის კოორდინატები დააფიქსირა და გამანადგურებელს კურსი შეუცვალა.
  • ახლა ვნახავთ, რაცაა!
  • მორჩა! – ვენსმა სასუნთქი ნარევის წითლად მოციმციმე მაჩვენებელს დახედა. 2 წუთის მარაგიღა ჰქონდა დარჩენილი. სჯობს ჰერმოშლემი მოიხსნას, მაშინ ჟანგბადისგან სიკვდილი მყისიერი იქნება და წამებით დახრჩობას თავიდან აიცილებს. ვენსმა ჰერმოშლემის საკეტებს ხსნიდა, როდესაც შხამიანი ღრუბლიდან, რომელიც წყლის ორთქლისგან შედგებოდა,  უცხოპლანეტელების ვერცხლისფერი ისარი გამოჩნდა. თვითმფრინავის თავბრუდამხვევი სისწრაფით მოახლოების პარალელურად დოქტორი ვენსი ერთი მეორეს მიყოლებით განაგრძობდა შლემის საკეტების გახსნას ხელების ზედა წყვილით, ხელების ქვედა წყვილი კი ძველი ტრადიციული ჟესტით გადაიჯავარედინა, წყევლას და ზიზღს რომ აღნიშნავდა.

დოქტორ ვენსს მეტი არაფრის გაკეთება შეძლო.

  • ოჰო! კიდევ ერთი ცოცხალი ტარაკანი! როგორ არ კვდებიან ეს პარაზიტები – მონიტორზე ახლა ცხადად ჩანდა აბორიგენი, რომელსაც დამცავი სკაფანდრი ეცვა. წინა თათებით შლემის მოხსნას ცდილობდა, შუა თათები კი ყველა ტარაკანულ სახსარში გადაჯვარედინებული ჰქონდა. ლეიტენანტს ზახაროვს ეცნო ეს ჟესტი, ტერაფორმირების პროცესის მომზადების პერიოდში მოასწრო შეესწავლა ადგილობრივი ტრადიციები.
  • უხ, შენი – ლეიტენანტი პლაზმური ჰაუბიცის გამშვებ ღილაკს დასწვდა – შესანიშნავ ხასიათზე იყო. სულ მალე ეს ჯიუტი ტარაკანი შემწვარ ტარაკნად გადაიქცეოდა.
  • წამში დაგიბრუნდები, ძვირფასო, როგორც დაგპირდი – დოქტორმა ვენსმა ბოლო საკეტიც შეიხსნა და შხამიანი ჰაერი შლემში მთელი ძალით შეიჭრა.
  • შეჩერდიიი! – იღრიალა ლეიტენანტ ზახაროვის ზურგს უკან გენერალმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გავარვარებული პლაზმის ნაკადმა აბორიგენის გვერდით ქვებს დაარტყა. ჟანგბადით ჭარბად სავსე ატმოსფერო ჯაჭვური რეაქციისგან შეზანზარდა და აალდა. უზარმაზარი ბირთვული აფეთქევის მსგავსი სოკო ცას შესწვდა და ყველა მიმართულებით მყისიერად გაფართოება დაიწყო.
  • იდიოტო! კარცერში ამოგალპობ! შენ… – გენერალმა მეტი ვერაფრის თქმა მოასწრო, აფეთქების ტალღა და ცეცხლოვანი სმერჩი გამანადგურებელს წამში მისწვდნენ და საშინელი სისწრაფით დააბზრიალეს. კიდევ ერთ წამში კი ჯავშანმა გავარვარებულ მასას ვეღარ გაუძლო, პაწაწინა ვარსკვლავად აფეთქდა და ცეცხლის ოკეანეს შეერწყა. ცეცხლოვანი ცუნამი პლანეტას გარს შემოერტყა, ერთ საათის შემდეგ ატმოსფეროში ჟანგბადის უკანასკნელი ნარჩენების მარაგი სრულად ამოიწურა და ცეცხლი ჩაქრა.

 

Banner Content
ადრე ავტომექანიკოსი იყო. პატარა გარაჟში სახელოსნო ჰქონდა მოწყობილი. მერე სადღაც წავიდა. ამბობდნენ, თავგადასავლების საძებნელადო. არავინ იცის. გამდიდრებული დაბრუნდა. არასდროს მოუყოლია, ფული სად იშოვა. უცნაური კი ის არის, რომ გამდიდრების მერე მუდამ დანაღვლიანებული იყო. ეტყობა, რაღაც ისეთი გადახდა, რამაც მის ცხოვრებას ღრმა კვალი დაატყო. ავტომექანიკოსობას შეეშვა და თავისთვის რაღაცეებს წერდა. ბევრს სვამდა.

0 Comments

Leave a Comment

Recent Comments

    img advertisement