როლან დ'არბანიადრე ავტომექანიკოსი იყო. პატარა გარაჟში სახელოსნო ჰქონდა მოწყობილი. მერე სადღაც წავიდა. ამბობდნენ, თავგადასავლების საძებნელადო. არავინ იცის. გამდიდრებული დაბრუნდა. არასდროს მოუყოლია, ფული სად იშოვა. უცნაური კი ის არის, რომ გამდიდრების მერე მუდამ დანაღვლიანებული იყო. ეტყობა, რაღაც ისეთი გადახდა, რამაც მის ცხოვრებას ღრმა კვალი დაატყო. ავტომექანიკოსობას შეეშვა და თავისთვის რაღაცეებს წერდა. ბევრს სვამდა.