
2003 წლის 13 დეკემბერს, მიწისქვეშა სამალავში, 2 მეტრის სიღრმეზე, ამერიკელმა ქვეითებმა იპოვეს დიდი ხნის გაუპარსავი და მოუწესრიგებელი მამაკაცი, რომელიც იმ ეპოქის ძებნილი #1 – სადამ ჰუსეინი აღმოჩნდა. ყოფილ დიქტატორს თან აღმოაჩნდა 750 ათასი დოლარი, 2 კალაშნიკოვი და პოსტოლეტი.



საინტერსო იყო სადამის პირველი პროცესი, სადაც მასსა და მოსამართლეს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:



მოსამართლე: გთხოვთ, დაასახელოთ თქვენი სრული ვინაობა და საქმიანობა.
სადამი: არ ვაპირებ დაგღალოთ ზედმეტი სიტყვებით, მე სავსებით მაკმაყოფილებს, როგორ აწამოებთ საქმეს. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ალაჰმა უწყის.



მოსამართლე: დაასახელეთ თქვენი ვინაობა. თქვენ კიდევ გექნებათ დრო სხვა საკითხებზე აზრის გამოსათქმელად.
სადამი: თქვენ მე მიცნობთ! თქვენ ერაყის მოქალაქეები ხართ და უნდა იცოდეთ, ვინ ვარ! მე ვინარჩუნებ კონსტიტუციურ უფლებებს, როგორც ერაყის პრეზიდენტი. და ვინ ხართ თქვენ?



მოსამართლე: არსებობს ფორმალობები. აუცილებელია, რომ თქვენი ვინაობა თქვენგანვე გავიგოთ.
სადამი: მე არ ვუპასუხებ ამ სასამართლოს. როგორც ერაყის პრეზიდენტი, დავიტოვებ ჩემს უფლებებს. თქვენ მე მიცნობთ.



სადამი ჯდება. მოსამართლე მას დამხობილ პრეზიდენტად მოიხსენიებს.



სადამი: მე ვთქვი, რომ ერაყის პრეზიდენტი ვარ. მე არ მითქვამს დამხობილი…