ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია სისტემატიურად ატარებს მასობრივი ეგზორციზმის რიტუალს. მორწმუნეები ჩვეულებრივ კვირას დილით, ლიტურგიის დაწყებამდე იკრიბებიან. მათ ჰგონიათ, რომ მღვდლის მიერ შლანგით მისხმული წყალი წმინდაა და არა მხოლოდ სულიერად განწმენდს, კიბოსგანაც და შიდსისგანაც განკურნავს. მორწმუნეებს მთლიანად აშიშვლებენ. კაცები და ქალები რიტუალს ცალ-ცალკე ატარებენ, თუმცა შიშველ ქალებს განწმენდის რიტუალს კაცი მღვდელი უტარებს.