მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი თავისივე ბაღში შვილთან ერთად სკამზე იჯდა და ხელჯოხით მიწაზე რაღაც ფიგურებს ხაზავდა. რომ გეკითხათ, ვერც გიპასუხებდათ, რა ფიგურები იყო. ჯონ დევისონ როკფელერი ფიქრებით სულ სხვაგან იყო. 92 წლის ჯონს მაღალსაყელოიანი თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, ჟილეტი და 4-ღილიანი პიჯაკი ეცვა. ჟილეტის ჯიბიდან, სადაც საათი ედო, ოქრის ძეწკვი მოუჩანდა. პიჯაკის ღილები შეხსნილი ჰქონდა. ქუდი გვერდით ედო. უმცროს ჯონს მამისგან განსხვავებით სერთუკი ეცვა, პერანგის საყელო მომრგვალებული ჰქონდა და ქვაბურა ქუდი ეხუდა. 58 წლის უმცროს ჯონს კმაყოფილი სახე ჰქონდა. ბაღში მათ გარდა არავინ იყო. ჩარლი, უმცროსი ჯონის მძღოლი, ცხადია, სათვალავში ჩასაგდები არ იყო. აბა, ვინ აქცევს ყურადღებას მომსახურე პერსონალს. ჩარლი მოშორებით იდგა. ისეთ მანძილზე, პატრონები თავისი იქ ყოფნით რომ არ შეეწუხებინა და ამავე დროს, დაძახების შემთხვევაში, მყისიერად მათთან გაჩენილიყო. სადღაც ქვევიდან კი
მანჰეტენის ისტორიები
ყველაზე ლამაზი თვითმკვლელობა
ეველინ მაკჰეილმა დილას ადრე გაიღვიძა. ფანჯრის მიღმა ჰორიზონტიდან ახლად ამოწვრილი მზე მოჩანდა. გუშინდელი საღამო კი მშვენიერი იყო. მშვენიერი - თუმცა გრძელი და ეველინმა გამოძინება ვერ შეძლო. გოგო საწოლიდან ადგა, აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო. შხაპმა საბოლოოდ გამოაფხიზლა. აბაზანიდან შიშველი გამოვიდა, საწოლ ოთახში შებრუნდა და ხალათი ჩაიცვა. სამზარეულოში გავიდა. ბარის სუფრა უკვე გაწყობილი ჰქონდა. ერთად ისაუზმეს. ბარი ეველინის შეყვარებული იყო, რომელთანაც სპეციალურად ჩავიდა ნიუ იორკიდან ისტონში მისი დაბადების დღის აღსანიშნად. ბარი კარგ ხასიათზე იყო, შეყვარებულს დღის გეგმებზე უყვებოდა. ეველინს ცალი ფეხი სკამზე ჰქონდა შემოდებული, ყავას სვამდა და იღიმებოდა. რაზე ფიქრობდა? ვინ იცის, თუმცა შეყვარებულს მომდევნო პაემანის დროსა და ადგილზე, ასევე მოახლოებული ქორწილის დეტალებზე ელაპარაკებოდა. ფიქრებით კი, როგორც მერე აღმოჩნდა, სხვაგან იყო. იქნებ გათხოვილი ქალის სტატუსმა და ერთობლივმა გეგმებმა ააფორიაქა 23 წლის გოგო... და საერთოდ,