ქალი ტელევიზორს უყურებს, სადაც კოსმოსური ხომალდის სტარტს უჩვენებენ. უკუათვლა დაწყებულია: ათი, ცხრა, რვა, შვიდი... ქალის სახეზე დაძაბულობა მატულობს. ექვსი, ხუთი, ოთხი... ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს. სამი, ორი, ერთი, სტარტი! ჰო, გაფრინდა, შეგიძლია მოხვიდე....
საკითხავი
ვარდების საიდუმლო
ქალაქის განაპირა უბანში, ბნელ და მოუვლელ ქუჩაზე, ერთი მხრიდან ციხის მაღალი, მავთულხლართებიანი მესერი რომ საზღვრავდა, მეორე მხარეს კი შეუხედავი სახლები იყო ჩადგმული, ორნი მიდიოდნენ. გოგო და ბიჭი. გოგო ლამაზი იყო და ამ უშნო ქუჩაზე მისი სილამაზე უცნაურად მოჩანდა, რაკი აქ, ქალაქის ამ განაპირა უბანში სილამაზეს თითქოს რა ესაქმებოდა. ბიჭს გოგო მოსწონდა. მოდიოდნენ და საუბრობდნენ ყველაფერზე და არაფერზე. ქუჩა კი გრძელი იყო. უეცრად გოგო შეჩერდა. მზერა ერთ წერტილს მიაპყრო. თვალები გაუფართოვდა. ქუჩის პირას, ელექტროგანათების ბოძზე შემოხვეულ მავთულში ვიღაცას ვარდების თაიგული ჩაერჭო. გოგოს ყვავილები უყვარდა. იმდენად უყვარდა, რომ ხშირად საკუთარ თავსაც ჩუქნიდა ხოლმე. საიდან გაჩნდა აქ ეს თაიგული? - ჰკითხა გოგომ ბიჭს, უფრო კი საკუთარ თავს. ბიჭმა მხრები აიჩეჩა. აბა, საიდან უნდა სცოდნოდა. მისთვის ამ მომენტში ისიც საკმარისი იყო, რომ იმ გოგოს გვერდით მიაბიჯებდა, რომელიც მოსწონდა. გოგომ ჩანთიდან ტელეფონი
უმაღლესი განათლება. რონ ბასტი
− უნივერსიტეტში შარვლის ხეხვის მეტს არაფერს ვაკეთებდით - თქვა ჯენინგსმა. თან ხელებს იბანდა - მთელი ამ საბიუჯეტო შემცირებების შემდეგ, ისინი ბევრს ვერაფერს გასწავლიან. უბრალოდ ნიშნებს გვიწერდნენ. მეტი არაფერი. − აბა, როგორ სწავლობდით? − არ ვსწავლობდით. თუმცა შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ვმუშაობ. კარი მედდამ შემოაღო. − ექიმო ჯენინგს, საოპერაციოში ხართ საჭირო.
მადლიერება. ენდრიუ ჰანტი
შალის გადასაფარებელი, რომელიც ახლახანს მისცეს საქველმოქმედო ფონდში, მოხერხებულად უფარავდა მხრებს, მაღალყელიანი ფეხსაცმელი კი, რომელიც დღეს ნაგვის ურნაში იპოვა, საერთოდ არ უჭერდა. ქუჩის ლამპიონები სასიამოვნოდ უთბობდა სულს გამყინავი სიბნელის შემდეგ. პარკში სკამის საზურგეც ასეთი ნაცნობი იყო მისთვის. − მადლობა ღმერთო - გაიფიქრა მან - ცხოვრება მშვენიერია.
რანდევუ. ნიკოლ ვედლი
ტელეფონმა დარეკა. − ალო - ნაზად თქვა ქალმა. − ვიქტორია, მე ვარ. მოდი, შუაღამეს სანაპიროზე შევხვდეთ. − კარგი, ძვირფასო. − ჰო, ერთი ბოთლი შამპანურიც გამოაყოლე. − არ დამავიწყდება, ძვირფასო. ამაღამ შენთან მინდა ყოფნა. − იჩქარე, ლოდინის დრო არ მაქვს - კაცმა ყურმილი უხეშად დააგდო. ქალმა ამოიოხრა. შემდეგ გაიღიმა: − საინტერსოა, ვინ იყო.
დასაწყისი. ენრიკე კავალიტტო
ქალი მასზე გაბრაზებული იყო. თავიანთ იდილიურ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი გააჩნდათ, მაგრამ, ქალს ერთადერთი წყურვილი ჰკლავდა - იმის, რაც მათ არასდროს ჰქონიათ. მის დასაუფლებლად მხოლოდ კაცის სიმხდალე უშლიდათ ხელს. ქალმა გადაწყვიტა მშვიდი და ცბიერი ყოფილიყო. სრულიად შიშველმა ნაყოფს ხელი მოკიდა. − ადამ - ხმადაბლა დაუძახა კაცს.
საღამოს სიურპრიზი. ჰილარი კლეი
ძვირფასი კოლგოტი მკვრივად და ვნებისაღმძვრელად შემოეტმასმა თეძოებს - მშვენიერი აქსესუარია საღამოს კაბისთვის. ყველაფერი - ბრილიანტის საყურეებიდან დახვეწილი ფეხსაცმლის ჩათვლით, წვრილ და მაღალ ქუსლებზე - უბრალოდ ბრწყინვალე იყო. შეღებილი თვალებით ათვალიერებდა საკუთარ ანარეკლს სარკეში, წითლად შეღებილი ტუჩები ვნებიანად გამოიყურებოდა. მოულოდნელად, უკნიდან ბავშვის ხმა შემოესმა: − მამა!
8 იანვარი – რობერტ ფიშერის მემკვიდრეობა
♚ 65 წლის წინ, ამ დღეს, 8 იანვარს, ბობი ფიშერი შეერთებული შტატების ჩემპიონი გახდა. ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ ბობი იმ დროს მხოლოდ 14 წლის იყო... ♚♚♚ რა იყო მერე - გამოვტოვოთ, ცნობილი ისტორიაა და პირდაპირ გარდაცვალების შემდგომ ამბებს მივადგეთ. ♚♚♚ ფიშერი ისე მოკვდა, რომ ანდერძი არ დაუტოვებია, არადა, ქონება გვარიანი დარჩა - დაახლოებით, 2 მილიონი დოლარი. რეიკიავიკის მუნიციპალურმა სასამართლომ (ბოლო წლები ისლანდიაში ცხოვრობდა) ერთადერთ მემკვიდრედ ბობის ცოლი, იაპონელი მიეკო ვატაი აღიარა, მაგრამ 2009 წელს ისლანდიის უმაღლესმა სასამართლომ ქალს მემკვიდრეობა ჩამოართვა, აქაოდა, ქალმა საბუთები ვერ წარმოადგინა, რომ ქორწინება წესისამებრ იყო გაფორმებულიო. ♚♚♚ მიეკოს გარდა ქონებაზე პრეტენზიას ბობის დისშვილები აცხადებდნენ. მემკვიდრეობაზე პრეტენზია ჰქონდა შეერთებული შტატების ფინანსური სამსახურსაც, რომელიც ფიშერს მრავალი წელი ედავებოდა გადასახადების დამალვას. კიდევ ერთი პრეტენდენტი ფილიპინელი მერილინ იანგი იყო, რომელთანაც ფიშერი ერთი ხანი ცხოვრობდა და
უბედური. დენ ენდრიუსი
ამბობენ, ბოროტებას სახე არ აქვსო. დიახ, მის სახეზე არანაირი გრძობა არ იყო აღბეჭდილი. თანაგრძნობის ნატამალიც არ გააჩნდა, არადა, ტკივილი უბრალოდ აუტანელი იყო. ნუთუ ვერ ხედავს შეძრწუნებას ჩემს თვალებში და პანიკას ჩემს სახეზე? ის მშვიდად, შეიძლება ითქვას, პროფესიონალურად ასრულებდა თავის ბინძურ სამუშაოს. ბოლოს კი მშვიდად მითხრა: პირში წყალი გამოივლეთ, გეთაყვა.
რა სურს სატანას. ბრაიან ნიუელი
ბიჭები იდგნენ და უყურებდნენ, როგორ შორდებოდა მათ სატანა. მისი თვალების ჰიპნოზური ნაპერწკალი ორთავეს ჯერ კიდევ ბურანში ამყოფებდა. – მისმინე, რა უნდოდა შენგან? – სული. და შენგან? – ხურდა მთხოვა, ტელეფონისთვის. სადღაც სასწრაფოდ უნდა დაერეკა. – გინდა, წავიდეთ, რამე ვჭამოთ? – მინდა, მაგრამ ფული საერთოდ აღარ მაქვს. – არა უშავს, მე მაქვს ბევრი.