ამბობენ, ბოროტებას სახე არ აქვსო. დიახ, მის სახეზე არანაირი გრძობა არ იყო აღბეჭდილი. თანაგრძნობის ნატამალიც არ გააჩნდა, არადა, ტკივილი უბრალოდ აუტანელი იყო. ნუთუ ვერ ხედავს შეძრწუნებას ჩემს თვალებში და პანიკას ჩემს სახეზე? ის მშვიდად, შეიძლება ითქვას, პროფესიონალურად ასრულებდა თავის ბინძურ სამუშაოს. ბოლოს კი მშვიდად მითხრა: პირში წყალი გამოივლეთ, გეთაყვა.
Author: როლან დ'არბანი
რა სურს სატანას. ბრაიან ნიუელი
ბიჭები იდგნენ და უყურებდნენ, როგორ შორდებოდა მათ სატანა. მისი თვალების ჰიპნოზური ნაპერწკალი ორთავეს ჯერ კიდევ ბურანში ამყოფებდა. – მისმინე, რა უნდოდა შენგან? – სული. და შენგან? – ხურდა მთხოვა, ტელეფონისთვის. სადღაც სასწრაფოდ უნდა დაერეკა. – გინდა, წავიდეთ, რამე ვჭამოთ? – მინდა, მაგრამ ფული საერთოდ აღარ მაქვს. – არა უშავს, მე მაქვს ბევრი.
ენი ლეიბოვიცი: ვარსკვლავების პორტრეტები
ადამიანები, რომლებმაც XX საუკუნე შეცვალეს
იუსუფ კარშის ფოტოპროექტი. კარში თურქეთში დაბადებული და კანადაში დასახლებული სომეხი იყო. ის სტუდიური ფოტოების დიდოსტატი გახლდათ. ამდენი ცნობილი ადამიანი ალბათ, არავის გადაუღია. ერნესტ ჰემინგუეი. 1957 ჰამფრი ბოგარდი. 1946 ელიზაბეტ ტეილორი. 1946 უოლტ დისნეი. 1954 ფიდელ კასტრო. 1971 უინსტონ ჩერჩილი. 1941 ტენესი უილიამსი. 1956 თომას მანი. 1946
გასტრონომში
- შეჩემა, ეგ არ გინდა, დიდი ბოთლები ავიღოთ... უეცრად უკნიდან შემოესმათ: - ქართველები ხართ? მიიხედეს. ასაკშეპარულ კაცი იყო, მარცხენა ხელის მტევანზე გახუნებული, საბჭოეთის დროინდელი სვირინგი ჰქონდა. მეორე ხელში გასტრონომის კალათა ეკავა, რომელშიც პური, მომცრო ქილით პამიდვრის წნილი და ბოთლი არაყი ელაგა. უცნობი იღიმებოდა. კილო კი ქართლური ჰქონდა. გორელი აღმოჩნდა - ლიეტუვაში 23 წლის წინ გადმოკარგული და სამუდამოდ იქაურ მიწას მიჯაჭვული. 15 წელი არ ვყოფილვარ საქართველოშიო. ტაქსიზე მუშაობდა. ჩრდილოეთელ ქალს ვერშეგუებულს ოჯახი დიდი ხნის მიტოვებული ჰყავდა და საღამოობით, მანქანას რომ დააბინავებდა, გასტრონომში ნაყიდი ბოთლი არყით იქარვებდა დარდს. დარდი კი ბევრი რამისა ჰქონდა. გორის ამბები იკითხა. ამათ კი, ჩასულებს, გორისა, აბა, რა უნდა ეთქვათ. - გორის ციხე ისევ იქა დგას, სტალინის ძეგლი კი აიღესო - უპასუხეს. დარდიანი კაცი, გორელი კი გახლდათ, მაგრამ სტალინის ტრფიალი არ გამოდგა. მაგას საქართველოსთვის არაფერი
მინიმალისტური პოსტერები
მინიმალისტური პოსტერები ქართული ფილმებისთვის. ვინმე იტყვის, რომ ეს ძალიან ნიჭიერი ადამიანის მოფიქრებული არ არის?
დამალობანა. კურტ ჰომანი
− 99, 100! ვინც არ დამალულა, ჩემი ბრალი არ არის! არ მიყვარს ძებნა, მაგრამ ეს ჩემთვის გაცილებით იოლია, ვიდრე დამალვა. ბნელ ოთახში შევდივარ და იქ მყოფ სუნთქვაშეკრულ ადამიანებს ჩურჩულით ვეუბნები: − გიპოვე. შემდეგ ისინი შიშჩამდგარი მზერით მომყვებიან გრძელ დერეფანში. ორივე მხარეს ჩამოკიდებულ სარკეებში კი ჩემი ფიგურა ირეკლება, გრძელი მოსასხამით და ცელით.
საავადმყოფოში. ბარნაბი კონრადეშჩე
ქალს თავბრუდამხვევი სისწრაფით მიჰყავდა მანქანა. ღმერთო, ოღონდ დროზე მოვასწრო. თუმცა, რეანიმაციული პალატის ექიმის სახის გამომეტყველებით ის ყველაფერს მიხვდა. აქვითინდა. − გონზეა? − მისის ალერტონ - რბილად თქვა ექიმმა - თქვენ ბედნიერი უნდა იყოთ, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: მე შენ მიყვარხარ, მერი. ქალმა ექიმს უცნაურად შეხედა და შებრუნდა. − მადლობა - ცივად თქვა ჯუდით ალერტონმა.
ისტორია საწოლში. ჯეფრი უიტმორი
− ფრთხილად, დატენილია - თქვა მან საწოლ ოთახში შესვლისას. ქალი საწოლის საზურგეზე იყო მიყრდნობილი. − ეს შენი ცოლისთვისაა? − არა, ეს სარისკოა, ქილერს დავიქირავებ. − და თუ ქილერი მე ვარ? კაცმა ჩაიცინა. − ვის მოუვა აზრად მამაკაცის მოსაკლავად ქალი დაიქირაოს? ქალმა ტუჩები გაილოკა და ლულა კაცს მიუშვირა. − შენ ცოლს.
ფანჯარა. ჯეინ ორვი
მას მერე, რაც რიტა წამებით მოკლეს, კარტერი ფანჯარასთან იჯდა. არანაირი ტელევიზორი, წიგნი, მიმოწერა. მისი ცხოვრება მხოლოდ ის იყო, რაც ფარდებს მიღმა ჩანდა. ფეხებზე ეკიდა, ვის მოჰქონდა საჭმელი, იხდიდა გადასახადებს. ის ამ ოთახიდან აღარ გადიოდა. მისი ცხოვრება ფანჯრის მიღმა მორბენალი ფიზკულტურელები, წელიწადის დროთა ცვლა, ქუჩაზე მიმავალი მანქანები იყო. და კიდევ, რიტას აჩრდილი. კარტერი ვერ ხვდებოდა, რომ რბილი თექით აკრულ პალატაში ფანჯარა არ იყო.