ფრაგმენტი აკა მორჩილაძის სანთლის შუქზე წასაკითხი ბულვარული რომანიდან "აგვისტოს პასიანსი" თუკი ოდესმე რაღაცების არდავიწყებაზე მიდგება საქმე, გთხოვთ, საყვარელნო, არ დაივიწყოთ ის დრო, როცა კინოში დაიარებოდით ღამის სეანსებზე. იყო ასეთი გემრიელი სეანსი პაწაწინა კინო "ყაზბეგში", სწორედ იმ დროს, როცა ვაკეში არსებობდა ერთი რესტორანი, "მწვანე ველი" და ერთიც კაფე, ხალხისაგან "ფრანციად" წოდებული, იქაური ნამცხვრების გამო. კინო "ყაზბეგის" სალაროებთან მოჰკლეს ერთ დროს... ნუ გარევთ ამ ამბავს იმ ამბებში. არდავიწყება არდავიწყებაა და გაიხსენებთ იმ ბოლო სეანსებს და იმ ბოლო დროს ნანახ ფილმებს. იმათგან არ დაივიწყოთ სადღეისოდ გახუნებული, ჩვეულებრივი ფრანგული ფილმები შეყვარებულთა შესახებ და, მართალია, იმ სიყვარულებს არაფერი მოუცია თქვენთვის, საკუთარ თავში ვერ დასძებნიდით სულ მცირე ძაფსაც, ალენ დელონის გმირს რომ ჩასჭიდებოდით თქვენის შინაგანის თრთოლით, რადგან არა თრთოდით. და არც ქალები უახლოვდებოდნენ ანუკ ემეს, ოღონდ თმას თუ შეიჭრიდნენ ისე და ეგ იყო და ეგ. მაგრამ ნუ დაივიწყებთ ამ ფილმებს, რადგან ისინი გიმოკლებდნენ საღამოებს და გულში კი
Author: როლან დ'არბანი
მეოთხე შვილი
ყველაფერი კარგადაა - თქვა ექიმმა - დამშვიდდით. ვაჟი გყავთ. რაა? თქვენ ვაჟი გყავთ. გესმით ჩემი? მშვენიერი ბიჭია. გესმოდათ როგორ იტირა? ჯანმრთელია, ექიმო? რა თქმა უნდა. შეიძლება შევხედო? მალე განახებთ. დარწმუნებული ხართ, რომ ჯანმრთელია? სავსებით! ისევ ტირის? შეეცადეთ დამშვიდდეთ. ტირილის ხმა რატომ აღარ მესმის ექიმო, ყველაფერი კარგადაა? დიახ, ნუ ნერვიულობთ ასე, ყველაფერი კარგადაა. ნახვა მინდა, მომეცით უფლება, ექიმო. რომ იცოდეთ, როგორ ვლოცულობდი რომ გადარჩენილიყო. ცხადია იცოცხლებს, რამ გაფიქრებინათ? ჩემი სხვა შვილები ვერ გადარჩნენ. რაა? ჩემი შვილებიდან ვერც ერთი ვერ გადარჩა. ექიმი საწოლთან იდგა და ახალგაზრდა ქალის ფერმკრთალ, დატანჯულ სახეს უყურებდა. სანერვიულო არაფერი გაქვთ - შეარბილა ტონი ექიმმა - თქვენ სავსებით ნორმალური ვაჟი გყავთ. სხვა შვილებზეც იგივეს მეუბნებოდნენ, ექიმო. მაგრამ მე ყველა შვილი დავკარგე. ექიმს აღარაფერი უთქვამს. თქვენ ვერ გაიგებთ, ეს რას ნიშნავს,
დოქტორ ვენსის წყევლა
- ვენს... ვენს, გძინავს?- არა.- ვენს, მეშინია.- მოდი ჩემთან.ის ცოლისკენ გადაბრუნდა და მოეხვია.- ნუ გეშინია, შენთან ვარ. ყველაფერი კარგადაა. მართლა.- აუცილებელია წახვიდე?- მხოლოდ ორი-სამი დღით, მონატრებასაც ვერ მოასწრებ. დაიძინე.დილას ვენსმა, ისე რომ ცოლს არ გაღვიძებოდა, უჩუმრად ჩაიცვა და კონდიციონერს ცოტათი დაუკლო, გამთენიისას ჯერ კიდევ არ ცხელოდა აუტანელად. ცოლის შიშველ მხარს ტუჩებით შეეხო და საძინებლის კარი ფრთილად გაიხურა.- ლაბორატორიამდე იქამდე უნდა მივაღწიო, სანამ ოდნავ მაინც გრილა და სუნთქვა შეიძლება - გაიფირა ვენსმა, როცა თავისის ფლაერის პილოტის სავარძელში ჯდებოდა - უკვე აუტანელია ასეთი სიცხე, თან ეს მუდმივი მწარე გემო პირში. ვენსს თავისი საყვარელი ღვეზელის გემოც კი მწარედ ეჩვენობოდა, ცოლი რომ უცხობდა-ხოლმე კვირაობით.დოქტორ ვენსს ცოლი, რა თქმა უნდა, ძალიან უყვარდა, მაგრამ მარტოობაც არანაკლებ იზიდავდა. მარტოობა ისეთივე აუცილებელი იყო მის მუშაობაში, როგორც, მაგალითად, კომპიუტერი,
სცენარი 10-წამიანი ფილმისთვის
ვარდების საიდუმლო
ქალაქის განაპირა უბანში, ბნელ და მოუვლელ ქუჩაზე, ერთი მხრიდან ციხის მაღალი, მავთულხლართებიანი მესერი რომ საზღვრავდა, მეორე მხარეს კი შეუხედავი სახლები იყო ჩადგმული, ორნი მიდიოდნენ. გოგო და ბიჭი. გოგო ლამაზი იყო და ამ უშნო ქუჩაზე მისი სილამაზე უცნაურად მოჩანდა, რაკი აქ, ქალაქის ამ განაპირა უბანში სილამაზეს თითქოს რა ესაქმებოდა. ბიჭს გოგო მოსწონდა. მოდიოდნენ და საუბრობდნენ ყველაფერზე და არაფერზე. ქუჩა კი გრძელი იყო. უეცრად გოგო შეჩერდა. მზერა ერთ წერტილს მიაპყრო. თვალები გაუფართოვდა. ქუჩის პირას, ელექტროგანათების ბოძზე შემოხვეულ მავთულში ვიღაცას ვარდების თაიგული ჩაერჭო. გოგოს ყვავილები უყვარდა. იმდენად უყვარდა, რომ ხშირად საკუთარ თავსაც ჩუქნიდა ხოლმე. საიდან გაჩნდა აქ ეს თაიგული? - ჰკითხა გოგომ ბიჭს, უფრო კი საკუთარ თავს. ბიჭმა მხრები აიჩეჩა. აბა, საიდან უნდა სცოდნოდა. მისთვის ამ მომენტში ისიც საკმარისი იყო, რომ იმ გოგოს გვერდით მიაბიჯებდა, რომელიც მოსწონდა. გოგომ ჩანთიდან ტელეფონი
ეწყინა და… პანასონიკი შექმნა
ნათურის პატრონა ხომ იცი, რაც არის - უფრო მარტივი კონსტრუქციის მოფიქრება ძნელია, მაგრამ... კონოსუკე მაცუსიტა სოფლელი ბიჭი იყო. 5 და და 3 ძმა ჰყავდა, თვითონ ნაბოლარა იყო. უმცროსი მაცუსიტას დაბადებიდან 4 წლის შემდეგ ოჯახი გაკოტრდა. 9 წლის ბიჭი ოსაკაში ტაფების მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა. დედა და და-ძმების უმეტესობა მალევე დაკარგა. ტაფების მაღაზიაც ერთ წელიწადში გაკოტრდა. 16 წლის მაცუსიტა ოსაკას ელექტრონულ კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ. კომპანიებში და ბინებში ელექტროგაყვანილობას ამონტაჟებდა. კომპანიაში სულ 7 წელი იმუშავა. საღამოს, სახლში რომ მიდიოდა, რაღაცეებს იგონებდა და ხაზავდა. ჩათვალა, რომ ნათურის პატრონები უკეთესი ფორმისაც შეიძლებოდა ყოფილიყო, პროექტი მოამზადა და თავისი კომპანიის დირექტორს მიაკითხა. იმას კიდევ, როგოც მილიონჯერ მომხდარა, მოსმენა დაეზარა და აწყობილი სქემის ვიღაც ბიჭის გამო შეცვლა ზედმეტ თავის ტკივილად ჩათვალა. მაცუსიტას ეწყინა და გადაწყვიტა თავისი კომპანია დაეარსებინა, რომელიც პატრონებს, შტეფსელებს,
38 წუთი – ყველაზე ხანმოკლე ომი კაცობრიობის ისტორიაში
ეს არის ომი ინგლისსა და ზანზიბარს შორის, რომელიც გაიმართა 1896 წლის 27 აგვისტოს, დილის 9 საათიდან ათს რომ 22 წუთი აკლდა იქამდე. 2 დღით ადრე ზანზიბარის პროინგლისურად განწყობილმა სულთანმა ჰამად იბმ ტუვაინმა სული უფალს მიაბარა. ტახტზე პრეტენზია ბიძაშვილებს ჰქონდათ, რომელაგან ერთი გერმანელების კაცი იყო, მეორე კი - ინგლისისა. გერმანელების ფავორიტმა ჰალიდ იბნ ბარგაშმა ბიძაშვილს დაასწრო, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და თავი ახალ სულთნად გამოაცხადა. ბრიტანელებს ეს არ მოეწონათ და შეუთვალეს, გაა💩ვიო. ამან უარი თქვა და ომისთვის მზადება დაიწყო. სასახლეში 2800 ჯარისკაცი შეკრიბა. კიდევ მონებიც ჰყავდა, რომელთა რაოდენობაც უცნობია. ბრიტანელებს ახალი სულთნის საომარი სამზადისი სასაცილოდ არ ეყოთ და შეუთვალეს, დილის 9 საათზე სასახლიდან დანებების ნიშნად დროშას ჩამოხსნითო. სულთანს ცოტა არ იყოს, შეეშინდა, მაგრამ ძალაუფლებაც რომ არ ეთმობოდა? იფიქრა, ეგებ მოვთაფლოო და დილის 8 საათზე შუამავალი აფრინა,