ეს არის ომი ინგლისსა და ზანზიბარს შორის, რომელიც გაიმართა 1896 წლის 27 აგვისტოს, დილის 9 საათიდან ათს რომ 22 წუთი აკლდა იქამდე.
2 დღით ადრე ზანზიბარის პროინგლისურად განწყობილმა სულთანმა ჰამად იბმ ტუვაინმა სული უფალს მიაბარა. ტახტზე პრეტენზია ბიძაშვილებს ჰქონდათ, რომელაგან ერთი გერმანელების კაცი იყო, მეორე კი – ინგლისისა. გერმანელების ფავორიტმა ჰალიდ იბნ ბარგაშმა ბიძაშვილს დაასწრო, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და თავი ახალ სულთნად გამოაცხადა.
ბრიტანელებს ეს არ მოეწონათ და შეუთვალეს, გაა💩ვიო. ამან უარი თქვა და ომისთვის მზადება დაიწყო. სასახლეში 2800 ჯარისკაცი შეკრიბა. კიდევ მონებიც ჰყავდა, რომელთა რაოდენობაც უცნობია.
ბრიტანელებს ახალი სულთნის საომარი სამზადისი სასაცილოდ არ ეყოთ და შეუთვალეს, დილის 9 საათზე სასახლიდან დანებების ნიშნად დროშას ჩამოხსნითო.
სულთანს ცოტა არ იყოს, შეეშინდა, მაგრამ ძალაუფლებაც რომ არ ეთმობოდა? იფიქრა, ეგებ მოვთაფლოო და დილის 8 საათზე შუამავალი აფრინა, მოვილაპარაკოთო. ინგლისელებმა შეუთვალეს, კარგიო, ოღონდ ჯერ უნდა დანებდეო (сначала деньги потом стулья-ს პონტში).
ზუსტად 9 საათზე ბრიტანელებმა თავისი გემებიდან სასახლეს ცეცხლი გაუხსნეს.
9:05-ზე ზანზიბარელთა ერთადერთმა გემმა ინგლისელებს ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ მცირეკალიბრინამა ზარბაზანმა ბრიტანულ ფლოტს ვერაფერი დააკლო. საპასუხო გასროლამ, კი ზანზიბარელებს ის ერთადერთი გემი ჩაუძირა.
მომდევნო გასროლა და, სასახლე ნანგრევებად იყო ქცეული. ხუთასამდე კაცი დაიღუპა, ვინც გადარჩა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. გაქცეულთა შორის პირველი სულთანი იყო, რომელმაც ქოშინით მიირბინა გერმანიის საელჩოში და შინგით ჩაიკეტა.
ვინაიდან სასახლიდან ყველა გაიქცა, დროშის ჩამომხსნელი აღარავინ დარჩა. ინგლისელებს კი ეგონათ, არ გვნებდებიანო და დაბომბვა განაგრძეს. ერთი ჭურვი ფლაგშტოკს მოხვდა და დროშა ჩამოაგდო. ინგლისელთა სარდალმა დროშა რომ ვეღარ დაინახა, უი, დაგვნებდენო და ომის შეწყვეტა ბრძანა. ბათქა-ბუთქმა სულ 38 წუთი წაიღო.
ზანზიბარელებმა 500 ჯარისკაცი დაკარგეს, მოკლული მონები ცხადია, არავის დაუთვლია, ინგლისელთა დანაკარგი კი ერთი დაჭრილი იყო.
ამბავი კი ამით არ მთავრდება. ინგლისელები გერმანიის საელჩოსთან დადარაჯდნენ – ოდესმე ხომ გამოვა სულთანი და დავიჭერთო. ეს კიდევ არ გამოდიოდა. ბოლოს გერმანელებსაც მობეზრდათ და ასეთი რამ მოიფიქრეს: მოაყენეს ნაპირთან გემი. საერთაშორისო კონვენციით, გემი ქვეყნის ტეროტორიად ითვლება და ასევე ქვეყნის ტეროტორიად ითვლება ნავი, რომელიც ამ გემზეა. ჰოდა, ჩამოუშვეს გემიდან ნავი, მიაცურეს ნაპირთან, მერე მატროსებმა მოიგდეს ნავი მხრებზე და ხელი მიიტანეს საელჩოში. ჩაჯდა სულთანი ნავში, აწიეს მატროსებმა და ასე ხელით წაიყვანეს ზღვამდე და მერე აიყვანეს გემზე. გამოვიდა, რომ სულთანს გერმანიის ტერიტორია არ დაუტოვებია.