ახლა აქ ხართ:
Home > ამბები > ეწყინა და… პანასონიკი შექმნა

ეწყინა და… პანასონიკი შექმნა

ნათურის პატრონა ხომ იცი, რაც არის – უფრო მარტივი კონსტრუქციის მოფიქრება ძნელია, მაგრამ…
კონოსუკე მაცუსიტა სოფლელი ბიჭი იყო. 5 და და 3 ძმა ჰყავდა, თვითონ ნაბოლარა იყო. უმცროსი მაცუსიტას დაბადებიდან 4 წლის შემდეგ ოჯახი გაკოტრდა. 9 წლის ბიჭი ოსაკაში ტაფების მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა. დედა და და-ძმების უმეტესობა მალევე დაკარგა. ტაფების მაღაზიაც ერთ წელიწადში გაკოტრდა.
16 წლის მაცუსიტა ოსაკას ელექტრონულ კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ. კომპანიებში და ბინებში ელექტროგაყვანილობას ამონტაჟებდა. კომპანიაში სულ 7 წელი იმუშავა. საღამოს, სახლში რომ მიდიოდა, რაღაცეებს იგონებდა და ხაზავდა. ჩათვალა, რომ ნათურის პატრონები უკეთესი ფორმისაც შეიძლებოდა ყოფილიყო, პროექტი მოამზადა და თავისი კომპანიის დირექტორს მიაკითხა. იმას კიდევ, როგოც მილიონჯერ მომხდარა, მოსმენა დაეზარა და აწყობილი სქემის ვიღაც ბიჭის გამო შეცვლა ზედმეტ თავის ტკივილად ჩათვალა.
მაცუსიტას ეწყინა და გადაწყვიტა თავისი კომპანია დაეარსებინა, რომელიც პატრონებს, შტეფსელებს, „ვილკებს“ და მისთანებს დაამზადებდა.
ასე, პატრონაზე უარის მიღების შედეგად გაჩნდა კომპანია, რომელსაც დღეს „პანასონიკის“ სახელით ვიცნობთ და რომლის წლიური ბრუნვა 71 მილიარდი დოლარია.
Facebook
როლან დ'არბანი
პროფესიით ავტომექანიკოსია. მერე ყველაფერი მობეზრდა და სამოგზაუროდ წავიდა. უეცრად გამდიდრდა, ოღონდ არავისთვის მოუყოლია როგორ. საერთდ, ლაპარაკი არ უყვარს. ბევრს კითხულობს, ცოტას წერს, სვამს.

Leave a Reply

Top