ამ დღეს არის ჰიტლერის დედის წლისთავი. 114 წლის წინ აღესრულა. აქ კი, მის უცნაურ ოჯახურ მდგომარეობაზე შევჩერდეთ.
კლარა, ასე ერქვა ქალს, 13 წლის იყო, როცა შინამოსამსახურედ დაიწყო მუშაობა საკუთარ ბიძასთან, დედის ძმასთან. იმ დროს ბიძას ჯერ კიდევ პირველი ცოლი ჰყავდა.
რამდენიმე წელიწადში, ბიძას, როგორც ჩანს, თავისზე 14 წლით უფროს და ავადმყოფ ცოლთან ურთიერთობა მობეზრდა და სახლში შინამოსამსახურედ თავისი საყვარელი, 19 წლის ფრანცისკა მიიყვანა. ორი შინამოსამსახურის ადგილი სახლში არ მოიძებნა და კლარა მშობლების სახლში დაბრუნდა.
მერე პირველი ცოლი მოკვდა. ბიძამ ცოლად ფრანცისკა მოიყვანა, შინამოსამსახურის გამოთავისუფლებულ ადგილას კი კლარა დაბრუნდა.
ამბავი სერიალის პრინციპით გაგრძელდა. ბიძამ დისშვილთან იცუღლუტა და დააორსულა კიდეც. დაორსულებიდან სულ მცირე ხანში მეორე ცოლიც ზეციურ ავსტრიაში გაემგზავრა და კლარასაც ცოლის ადგილი გამოუთავისუფლდა.
თუმცა ეს ამბავი იოლად მოსაგვარებელი არ აღმოჩნდა, ადგილობრივმა მღვდელმა ბიძა-დისშვილის დაქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და კაცმაც ვატიკანს მიმართა ნებართვისთვის.
მიიღო კიდეც.
კლარამ საკუთარ ბიძას 6 შვილი გაუჩინა, თუმცა ცოლად თავს მაინც ვერ აღიქვამდა – სახლში შინამოსამსახურესავით იქცეოდა, ქმარს კი ძია ალოიზს ეძახდა.
ანუ ალოიზი საკუთარი შვილის მამაც იყო და ბაბუაც.
წლების შემდეგ კი მისი შვილიშვილი მეორე ქორწინებიდან (გელი) და შვილი მესამე ქორწინებიდან (ადოლფი) საყვარლები გახდნენ.
ასეთ ოჯახში დაიბადა ადოლფი.
ჰიტლერებს უკუღმართობა თაობები მოჰყვებოდათ.