ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია სისტემატიურად ატარებს მასობრივი ეგზორციზმის რიტუალს. მორწმუნეები ჩვეულებრივ კვირას დილით, ლიტურგიის დაწყებამდე იკრიბებიან. მათ ჰგონიათ, რომ მღვდლის მიერ შლანგით მისხმული წყალი წმინდაა და არა მხოლოდ სულიერად განწმენდს, კიბოსგანაც და შიდსისგანაც განკურნავს. მორწმუნეებს მთლიანად აშიშვლებენ. კაცები და ქალები რიტუალს ცალ-ცალკე ატარებენ, თუმცა შიშველ ქალებს განწმენდის რიტუალს კაცი მღვდელი უტარებს.
Author: როჯერ ტორნჰილი
8 იანვარი – რობერტ ფიშერის მემკვიდრეობა
♚ 65 წლის წინ, ამ დღეს, 8 იანვარს, ბობი ფიშერი შეერთებული შტატების ჩემპიონი გახდა. ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ ბობი იმ დროს მხოლოდ 14 წლის იყო... ♚♚♚ რა იყო მერე - გამოვტოვოთ, ცნობილი ისტორიაა და პირდაპირ გარდაცვალების შემდგომ ამბებს მივადგეთ. ♚♚♚ ფიშერი ისე მოკვდა, რომ ანდერძი არ დაუტოვებია, არადა, ქონება გვარიანი დარჩა - დაახლოებით, 2 მილიონი დოლარი. რეიკიავიკის მუნიციპალურმა სასამართლომ (ბოლო წლები ისლანდიაში ცხოვრობდა) ერთადერთ მემკვიდრედ ბობის ცოლი, იაპონელი მიეკო ვატაი აღიარა, მაგრამ 2009 წელს ისლანდიის უმაღლესმა სასამართლომ ქალს მემკვიდრეობა ჩამოართვა, აქაოდა, ქალმა საბუთები ვერ წარმოადგინა, რომ ქორწინება წესისამებრ იყო გაფორმებულიო. ♚♚♚ მიეკოს გარდა ქონებაზე პრეტენზიას ბობის დისშვილები აცხადებდნენ. მემკვიდრეობაზე პრეტენზია ჰქონდა შეერთებული შტატების ფინანსური სამსახურსაც, რომელიც ფიშერს მრავალი წელი ედავებოდა გადასახადების დამალვას. კიდევ ერთი პრეტენდენტი ფილიპინელი მერილინ იანგი იყო, რომელთანაც ფიშერი ერთი ხანი ცხოვრობდა და
30 დეკემბერი – ქალი როლს-როისიდან
ცხადია, ყველამ იცით ქალღმერთის ფიგურა, რომელიც როლს-როისს ამშვენებს. მაგრამ ვინ იყო ქალი, რომელიც ამ ფიგურის შექმნისას სკულპტორს მოდელად ჰყავდა? ეს ქალი იყო ელეონორა ველასკო ტორნტონი, პირადი მდივანი და საყვარელი ჯონ დაგლას სკოტ მონტეგიუსი, მეორე ბარონ მონტეგიუ-ბელიუსი. ეს მონტეგიუ კი გახლდათ ავტომობილების დიდი ტრფიალი და მეგობარი ჩარლზ როლსისა და ინჟინერ როისისა. სწორედ მათი, როლს-როისის კომპანიის დამაარსებლებისა. სერ მონტეგიუ როლსისა და როისის ოთხადგილიან ფაეტონსაც ფლობდა და პირველი იყო, ვინაც მანქანით შევიდა ბრინატეთის პარლამენტის ეზოში. სერ მონტეგიუს სურდა, რომ მისი როლს-როისი სხვათაგან გამორჩეულიც ყოფილიყო და მეგობარს, სკულპტორ ჩარლს საიკსს ფიგურა-თილისმანი შეუკვეთა მანქანაზე დასამაგრებლად. მოდელად კი, როგორც თავშივე მოგახსენეთ, თავისი საყვარელი გაგზავნა. სკულპტორმა შეკვეთა შეასრულა და წლების მერე ფიგურა ყველა როლს- როისის განუყოფელ ნაწილად და სიმბოლოდ იქცა. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომისას, სერ მონტეგიუ საყვარელ ქალთან ერთად ბრიტანული ლაინერით ინდოეთს მიემგზავრებოდა, როდესცა
23 დეკემბერი – ბერიას საყვარელი
ოფიციალური ცნობით, სწორედ ამ დღეს, 23 დეკემბერს დახვრიტეს ბერია. ლავრენტი პავლოვიჩს კომუნისტურ ჯოჯოხეთშიც გზა ჰქონია, ქვემოთ, კი ვალენტინა დროზდოვაზე მოგიყვებით. ვალენტინა 16 წლის მოსწავლე იყო, როცა 50 წლის ლავრენტიმ თვალი დაადგა და საყვარლად გაიხადა. მეორე ვერსიით, ლავრენტი ჯერ გოგონას დედას ტყ@@@და და ქალიშვილზე მერე გადაერთო. ასეა თუ ისე, ვალენტინა დაორსულდა და გოგონა გააჩინა, რომელსაც მარტა (ეთერი) დაარქვეს. მოგვიანებით ეთერი პოლიტბიურის წევრ გრიშინის ვაჟს გაჰყვა ცოლად. ერთ დღესაც გაზეთ „პრავდაში“ ბერიას დაჭერის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა. ვალენტინას დიდხანს არ უფიქრია, მაშინვე გაიქცა სადაც საჭირო იყო და ჩვენება დაწერა, ბერია მაუპატიურებდა და მუქარით მაიძულებდა მასთან თანაცხოვრებასო. ლავრენტის ჯოჯოხეთში გასტუმრების შემდეგ, ვალენტინა სავალუტო სპეკულიანტ (фарцовщик) იან როკოტოვის საყვარელი გახდა. საბჭოთა კავშირში ფარცოვშჩიკობაზე დავხრეტა იყო და მართლმსაჯულებამ როკოტოვიც ბერიას გზას გაუყენა. ვალენტინამ ბევრი იგლოვა თუ ცოტა, ცოლად გაჰყვა ფარულ მილიონერს, ე.წ.
21 დეკემბერი – ჰიტლერის დედის ვნებანი
ამ დღეს არის ჰიტლერის დედის წლისთავი. 114 წლის წინ აღესრულა. აქ კი, მის უცნაურ ოჯახურ მდგომარეობაზე შევჩერდეთ. კლარა, ასე ერქვა ქალს, 13 წლის იყო, როცა შინამოსამსახურედ დაიწყო მუშაობა საკუთარ ბიძასთან, დედის ძმასთან. იმ დროს ბიძას ჯერ კიდევ პირველი ცოლი ჰყავდა. რამდენიმე წელიწადში, ბიძას, როგორც ჩანს, თავისზე 14 წლით უფროს და ავადმყოფ ცოლთან ურთიერთობა მობეზრდა და სახლში შინამოსამსახურედ თავისი საყვარელი, 19 წლის ფრანცისკა მიიყვანა. ორი შინამოსამსახურის ადგილი სახლში არ მოიძებნა და კლარა მშობლების სახლში დაბრუნდა. მერე პირველი ცოლი მოკვდა. ბიძამ ცოლად ფრანცისკა მოიყვანა, შინამოსამსახურის გამოთავისუფლებულ ადგილას კი კლარა დაბრუნდა. ამბავი სერიალის პრინციპით გაგრძელდა. ბიძამ დისშვილთან იცუღლუტა და დააორსულა კიდეც. დაორსულებიდან სულ მცირე ხანში მეორე ცოლიც ზეციურ ავსტრიაში გაემგზავრა და კლარასაც ცოლის ადგილი გამოუთავისუფლდა. თუმცა ეს ამბავი იოლად მოსაგვარებელი არ აღმოჩნდა, ადგილობრივმა მღვდელმა ბიძა-დისშვილის დაქორწინებაზე კატეგორიული უარი
13 დეკემბერი – სადამი სარდაფიდან
2003 წლის 13 დეკემბერს, მიწისქვეშა სამალავში, 2 მეტრის სიღრმეზე, ამერიკელმა ქვეითებმა იპოვეს დიდი ხნის გაუპარსავი და მოუწესრიგებელი მამაკაცი, რომელიც იმ ეპოქის ძებნილი #1 - სადამ ჰუსეინი აღმოჩნდა. ყოფილ დიქტატორს თან აღმოაჩნდა 750 ათასი დოლარი, 2 კალაშნიკოვი და პოსტოლეტი. საინტერსო იყო სადამის პირველი პროცესი, სადაც მასსა და მოსამართლეს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: მოსამართლე: გთხოვთ, დაასახელოთ თქვენი სრული ვინაობა და საქმიანობა. სადამი: არ ვაპირებ დაგღალოთ ზედმეტი სიტყვებით, მე სავსებით მაკმაყოფილებს, როგორ აწამოებთ საქმეს. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ალაჰმა უწყის. მოსამართლე: დაასახელეთ თქვენი ვინაობა. თქვენ კიდევ გექნებათ დრო სხვა საკითხებზე აზრის გამოსათქმელად. სადამი: თქვენ მე მიცნობთ! თქვენ ერაყის მოქალაქეები ხართ და უნდა იცოდეთ, ვინ ვარ! მე ვინარჩუნებ კონსტიტუციურ უფლებებს, როგორც ერაყის პრეზიდენტი. და ვინ ხართ თქვენ? მოსამართლე: არსებობს ფორმალობები. აუცილებელია, რომ თქვენი ვინაობა თქვენგანვე გავიგოთ. სადამი: მე არ ვუპასუხებ ამ სასამართლოს.
4 დეკემბერი – ფარული ჰერმოფროდიტი
1980 წლის 4 დეკემბერს კლივლენდის ერთ მაღაზიაში მძარცველი შევარდა და ფული მოითხოვა. მას წინააღმდეგობა 69 წლის ქალმა გაუწია, რომელიც მაღაზიაში რაღაც ლენტებს ყიდულობა. დაპირისპირება გასროლით დასრულდა და ქალი დაიღუპა. გარდაცვლილი ძველი დროის დიდი ჩემპიონი, სტელა უოლში აღმოჩნდა. ეს მისი ამერიკული სახელი იყო, დაბადებისას კი სტანისლავა ვალაშევიჩი ერქვა. პოლონელი იყო და მოგვიანებით მიიღო ამერიკის მოქალაქეობა. სტელა უოლშის შედეგებს ბარე ორი სპორტსმენი ინატრებდა. სტელა ოლიმპიური ჩემპიონი იყო 100 მეტრზე სირბილში, იყო ოლიმპიური ვიცე ჩემპიონიც. 2-გზის ევროპის ჩემპიონი, 4-გზის საერთაშორისო ქალთა თამაშების გამარჯვებული, 3-გზის უნივერსიადების ჩემპიონი და 5 მსოფლიო რეკორდის მპყრობელი. აი, ასეთი ქალი ემსხვერპლა მაღაზიაში ძარცვას, თუმცა ამბავი სიკვდილით არ მთავრდება. ამერიკული კანონებით, ნებისმიერი არაბუნებრივი სიკვდილი ცხედრის გაკვეთას მოითხოვს და ასე მოხდა ამჯერადაც. გაკვეთამ კი აჩვენა, რომ სტელა უოლში ინტერსექსუალი იყო, ანუ ორივე სქესის ნიშნებს ატარებდა, რასაც მოძველებული
30 ნოემბერი – ქალი, რომელსაც მეტეორიტი მოხვდა
ამერიკელი ენ ელიზაბეტ ჰოჯესი კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც - დოკუმენტურად დადასტურებულად ვიცით - რომ კოსმოსიდან შემოჭრილი მეტეორიტი მოხვდა და გადარჩა. იმ დღეს, 1954 წლის 30 ნოემბერს, ქალი ალაბამას შტატის პატარა ქალაქ სულაკოგაში, თავის სახლში, ტელევიზორის წინ სავარძელში იჯდა და თვლემდა. უცაბედად, 4 კილოგრამიანმა კოსმოსურმა სტუმარმა სახლის ჭერი გაანგრია, რადიოს დაეცა, აისხლიტა და ქალს მოხვდა. თანაქალაქელებმა (მოგვიანებით მეტეორიტის ამ ნატეხს სწორედ ქალაქის სახელი ეწოდა) თავდაპირველად ჩათვალეს, რომ რუსების სარაკეტო იერიშის მსხვერპლები გახდნენ. ატომურ ბომბზეც კი აიღეს ეჭვი, თუმცა მალევე დამშვიდდნენ და უღბლო (ან ეგებ პირიქით, იღბლიანი) დიასახლისის სახლისკენ გაეშურნენ. მეორე დღეს ენ ელიზაბეტ ჰოჯესმა - კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთმა მეტეორიტმოხვედრილმა და გადარჩენილმა ადამიანმა -სახელგანთქმულმა გაიღვიძა. ინციდენტმა მხოლოდ ჰემატომა დაუტოვა. ქალში თავისი უნიკალურობის მატერიალურ კეთილდღეობად ქცევის ჟინმაც გაიღვიძა და გადაწყვიტა, მეტეორიტით ფული ეშოვა. მომქანცველ სასამართლო
26 ოქტომბერი – ინჟინერ შტოლის იდუმალი სიკვდილი
კაცობრიობის ისტორია უამრავ კრიმინალურ საიდუმლოს ინახავს. მათგან ერთი, გიუნტერ შტოლის იდუმალი სიკვდილის საქმეა. გერმანელი ინჟინერი 37 წლის წინ, ამ დღეს, 26 ოქტომბერს დაიღუპა და მისი სიკვდილის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია. გიუნტერ შტოლი ფედერაციულ გერმანიაში, ქალაქ ვილნსდორფში ცხოვრობდა და პარანოიის მსუბუქი ფორმით იტანჯებოდა. პარანოია იმაში გამოიხატებოდა, რომ ცოლს გამუდმებუთ უყვებოდა უცნობ ადამიანებზე, რომლებსაც მისთვის ზიანის მიყენება სურდათ. ცოლი მონათხრობს არ იჯერებდა და პარანოიის სიმპტომად მიიჩნევდა. 25 ოქტომბრის იმ საღამოს, დაახლოებით 11-ზე, შტოლმა ცოლთან საუბრისას ერთხელად ახსება „ისინი“, შემდეგ გაირინდა და უეცრად აღმოხდა: „ახლა ჩემთვის ყველაფერი გასაგებია!“ შტოლი ფურცელს და კალამს ეცა და 6 იდუმალი ასო-ნიშანი დაწერა: YOGTZE. შემდეგ ნაწერი გადახაზა, სახლიდან გავარდა და თავის საყვარელ პაბ „პაპილონს“ მიაშურა, სადაც კათხა ლუდი შეუკვეთა. ბარში შტოლმა უეცრად გონება დაკარგა, დაეცა და სახე დაარტყა. მოგვიანებით მოწმეებმა
21 ოქტომბერი. ჰარი ჰუდინი
1926 წლის 31 ოქტომბერს, დეტროიტში 52 წლისა გარდაიცვალა ჰარი ჰუდინი. ლეგენდის თანახმად, სიკვდილი იმ შემთხვევამ განაპირობა, რომელიც 10 დღით ადრე, 21 ოქტომბერს მოხდა... მონრეალში, გასტროლის დროს, ჰუდინის საგრიმიოროში სამი სტუდენტი შევიდა. მათგან ერთი, გორდონ უაითჰედი კოლეჯის ჩემპიონი იყო კრივში. მას ჰუდინისთვის უკითხავს, მართლა შეეძლო თუ არა მუცელში დარტყმების გაძლება და თუ მართლა ვერ გრძნობდა ამ დროს ვერაფერს, როგორც ხალხი ყვებოდა. ლეგენდა გვეუბნება, რომ ჰუდინი ფიქრს მისცემოდა და ანგარიშმიუცემლად დაუქნევია სტუდენტისთვის თავი. ამასაც თავის დაქნევა თანხმობად მიუღია და ღონივრად დაურტყამს ჰუდინისთვის მუცელში ორჯერ თუ სამჯერ. ძლიერმა დარტყმებმა ჰუდინი ცხადია, ფიქრს მოსწყვიტა და სტუდენტი შეაჩერა - მოიცადეთ, მომზადება მჭირდებაო. ამის მერე პრესი დაუჭიმია და დარტყმის უფლემა მიუცია. გორდონ უაითჰედს ისევ დაურტყამს და უგრძვნია, რაოდენ გაქვავებული ჰქონდა მუცელი დიდ ილუზიონისტს. მომდევნო რამდენიმე დღე ჰარის მუცლის არეში