ახლა აქ ხართ:
Home > კალენდარი > 23 დეკემბერი – ბერიას საყვარელი

23 დეკემბერი – ბერიას საყვარელი

ოფიციალური ცნობით, სწორედ ამ დღეს, 23 დეკემბერს დახვრიტეს ბერია. ლავრენტი პავლოვიჩს კომუნისტურ ჯოჯოხეთშიც გზა ჰქონია, ქვემოთ, კი ვალენტინა დროზდოვაზე მოგიყვებით.
▪▪▪
ვალენტინა 16 წლის მოსწავლე იყო, როცა 50 წლის ლავრენტიმ თვალი დაადგა და საყვარლად გაიხადა. მეორე ვერსიით, ლავრენტი ჯერ გოგონას დედას ტყ@@@და და ქალიშვილზე მერე გადაერთო.
ასეა თუ ისე, ვალენტინა დაორსულდა და გოგონა გააჩინა, რომელსაც მარტა (ეთერი) დაარქვეს. მოგვიანებით ეთერი პოლიტბიურის წევრ გრიშინის ვაჟს გაჰყვა ცოლად.
ერთ დღესაც გაზეთ „პრავდაში“ ბერიას დაჭერის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა. ვალენტინას დიდხანს არ უფიქრია, მაშინვე გაიქცა სადაც საჭირო იყო და ჩვენება დაწერა, ბერია მაუპატიურებდა და მუქარით მაიძულებდა მასთან თანაცხოვრებასო.
▪▪▪
ლავრენტის ჯოჯოხეთში გასტუმრების შემდეგ, ვალენტინა სავალუტო სპეკულიანტ (фарцовщик) იან როკოტოვის საყვარელი გახდა.
საბჭოთა კავშირში ფარცოვშჩიკობაზე დავხრეტა იყო და მართლმსაჯულებამ როკოტოვიც ბერიას გზას გაუყენა.
▪▪▪
ვალენტინამ ბევრი იგლოვა თუ ცოტა, ცოლად გაჰყვა ფარულ მილიონერს, ე.წ. ცეხავიკ ილია გალპერინს, რომელიც ტრიკოტაჟს აწარმოებდა და დიდძალ ფულს შოულობდა.
და რა გგონიათ? დიახ, გალეპინიც დახვრიტეს.
▪▪▪
ვალენტინა დროზდოვამ კიდევ დიდ ხანს იცოცხლა და 2014 წელს, 81 წლისა მშვიდად აღესრულა.
Facebook
როჯერ ტორნჰილი
სარეკლამო აგენტად მუშაობდა. მერე რაღაც შარში გაეხვა და ათასი ფათერაკი გადახდა თავს. ახლა ცდილობს მშვიდად იცხოვროს და ამ საიტზე რაღაც ისტორიებს წერს.
Top