ახლა აქ ხართ:
Home > კალენდარი > 30 დეკემბერი – ქალი როლს-როისიდან

30 დეკემბერი – ქალი როლს-როისიდან

ცხადია, ყველამ იცით ქალღმერთის ფიგურა, რომელიც როლს-როისს ამშვენებს.

მაგრამ ვინ იყო ქალი, რომელიც ამ ფიგურის შექმნისას სკულპტორს მოდელად ჰყავდა?

ეს ქალი იყო ელეონორა ველასკო ტორნტონი, პირადი მდივანი და საყვარელი ჯონ დაგლას სკოტ მონტეგიუსი, მეორე ბარონ მონტეგიუ-ბელიუსი.

ეს მონტეგიუ კი გახლდათ ავტომობილების დიდი ტრფიალი და მეგობარი ჩარლზ როლსისა და ინჟინერ როისისა. სწორედ მათი, როლს-როისის კომპანიის დამაარსებლებისა.

სერ მონტეგიუ როლსისა და როისის ოთხადგილიან ფაეტონსაც ფლობდა და პირველი იყო, ვინაც მანქანით შევიდა ბრინატეთის პარლამენტის ეზოში.

სერ მონტეგიუს სურდა, რომ მისი როლს-როისი სხვათაგან გამორჩეულიც ყოფილიყო და მეგობარს, სკულპტორ ჩარლს საიკსს ფიგურა-თილისმანი შეუკვეთა მანქანაზე დასამაგრებლად.

მოდელად კი, როგორც თავშივე მოგახსენეთ, თავისი საყვარელი გაგზავნა.

სკულპტორმა შეკვეთა შეასრულა და წლების მერე ფიგურა ყველა როლს- როისის განუყოფელ ნაწილად და სიმბოლოდ იქცა.

1915 წელს, პირველი მსოფლიო ომისას, სერ მონტეგიუ საყვარელ ქალთან ერთად ბრიტანული ლაინერით ინდოეთს მიემგზავრებოდა, როდესცა კუნძულ კრიტთან გერმანული წყალქვეშა ნავიდან გაშვებულმა ტორპედომ ლაინერი ჩაძირა. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ სამაშველო ნავების ჩაშვებაც ვერ მოასწრეს. 330 მგზავრი დაიღუპა. სერ მონტეგიუს ბოლო წამამდე  ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული ელეონორისთვის, მაგრამ აფეთქებამ ის განზე მოისროლა. სერ მონტეგიუ გადარჩა, ქალი კი, რომელიც როლს-როისის სიმბოლო იყო,  დაიღუპა.

ეს ამბავი 30 დეკემბერს მოხდა.

Facebook
როჯერ ტორნჰილი
სარეკლამო აგენტად მუშაობდა. მერე რაღაც შარში გაეხვა და ათასი ფათერაკი გადახდა თავს. ახლა ცდილობს მშვიდად იცხოვროს და ამ საიტზე რაღაც ისტორიებს წერს.
Top