ბიჭები იდგნენ და უყურებდნენ, როგორ შორდებოდა მათ სატანა. მისი თვალების ჰიპნოზური ნაპერწკალი ორთავეს ჯერ კიდევ ბურანში ამყოფებდა.
– მისმინე, რა უნდოდა შენგან?
– სული. და შენგან?
– ხურდა მთხოვა, ტელეფონისთვის. სადღაც სასწრაფოდ უნდა დაერეკა.
– გინდა, წავიდეთ, რამე ვჭამოთ?
– მინდა, მაგრამ ფული საერთოდ აღარ მაქვს.
– არა უშავს, მე მაქვს ბევრი.