− 99, 100! ვინც არ დამალულა, ჩემი ბრალი არ არის!
არ მიყვარს ძებნა, მაგრამ ეს ჩემთვის გაცილებით იოლია, ვიდრე დამალვა. ბნელ ოთახში შევდივარ და იქ მყოფ სუნთქვაშეკრულ ადამიანებს ჩურჩულით ვეუბნები:
− გიპოვე.
შემდეგ ისინი შიშჩამდგარი მზერით მომყვებიან გრძელ დერეფანში. ორივე მხარეს ჩამოკიდებულ სარკეებში კი ჩემი ფიგურა ირეკლება, გრძელი მოსასხამით და ცელით.