ახლა აქ ხართ:
Home > საკითხავი > ისტორია საწოლში. ჯეფრი უიტმორი

ისტორია საწოლში. ჯეფრი უიტმორი

− ფრთხილად, დატენილია – თქვა მან საწოლ ოთახში შესვლისას.

ქალი საწოლის საზურგეზე იყო მიყრდნობილი.

− ეს შენი ცოლისთვისაა?

− არა, ეს სარისკოა, ქილერს დავიქირავებ.

− და თუ ქილერი მე ვარ?

კაცმა ჩაიცინა.

− ვის მოუვა აზრად მამაკაცის მოსაკლავად ქალი დაიქირაოს?

ქალმა ტუჩები გაილოკა და ლულა კაცს მიუშვირა.

− შენ ცოლს.

Facebook
როლან დ'არბანი
პროფესიით ავტომექანიკოსია. მერე ყველაფერი მობეზრდა და სამოგზაუროდ წავიდა. უეცრად გამდიდრდა, ოღონდ არავისთვის მოუყოლია როგორ. საერთდ, ლაპარაკი არ უყვარს. ბევრს კითხულობს, ცოტას წერს, სვამს.
Top