ეველინ მაკჰეილმა დილას ადრე გაიღვიძა. ფანჯრის მიღმა ჰორიზონტიდან ახლად ამოწვრილი მზე მოჩანდა. გუშინდელი საღამო კი მშვენიერი იყო. მშვენიერი - თუმცა გრძელი და ეველინმა გამოძინება ვერ შეძლო. გოგო საწოლიდან ადგა, აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო. შხაპმა საბოლოოდ გამოაფხიზლა. აბაზანიდან შიშველი გამოვიდა, საწოლ ოთახში შებრუნდა და ხალათი ჩაიცვა. სამზარეულოში გავიდა. ბარის სუფრა უკვე გაწყობილი ჰქონდა. ერთად ისაუზმეს. ბარი ეველინის შეყვარებული იყო, რომელთანაც სპეციალურად ჩავიდა ნიუ იორკიდან ისტონში მისი დაბადების დღის აღსანიშნად. ბარი კარგ ხასიათზე იყო, შეყვარებულს დღის გეგმებზე უყვებოდა. ეველინს ცალი ფეხი სკამზე ჰქონდა შემოდებული, ყავას სვამდა და იღიმებოდა. რაზე ფიქრობდა? ვინ იცის, თუმცა შეყვარებულს მომდევნო პაემანის დროსა და ადგილზე, ასევე მოახლოებული ქორწილის დეტალებზე ელაპარაკებოდა. ფიქრებით კი, როგორც მერე აღმოჩნდა, სხვაგან იყო. იქნებ გათხოვილი ქალის სტატუსმა და ერთობლივმა გეგმებმა ააფორიაქა 23 წლის გოგო... და საერთოდ,
Author: როლან დ'არბანი
უბედური. დენ ენდრიუსი
ამბობენ, ბოროტებას სახე არ აქვსო. დიახ, მის სახეზე არანაირი გრძობა არ იყო აღბეჭდილი. თანაგრძნობის ნატამალიც არ გააჩნდა, არადა, ტკივილი უბრალოდ აუტანელი იყო. ნუთუ ვერ ხედავს შეძრწუნებას ჩემს თვალებში და პანიკას ჩემს სახეზე? ის მშვიდად, შეიძლება ითქვას, პროფესიონალურად ასრულებდა თავის ბინძურ სამუშაოს. ბოლოს კი მშვიდად მითხრა: პირში წყალი გამოივლეთ, გეთაყვა.
რა სურს სატანას. ბრაიან ნიუელი
ბიჭები იდგნენ და უყურებდნენ, როგორ შორდებოდა მათ სატანა. მისი თვალების ჰიპნოზური ნაპერწკალი ორთავეს ჯერ კიდევ ბურანში ამყოფებდა. – მისმინე, რა უნდოდა შენგან? – სული. და შენგან? – ხურდა მთხოვა, ტელეფონისთვის. სადღაც სასწრაფოდ უნდა დაერეკა. – გინდა, წავიდეთ, რამე ვჭამოთ? – მინდა, მაგრამ ფული საერთოდ აღარ მაქვს. – არა უშავს, მე მაქვს ბევრი.
ენი ლეიბოვიცი: ვარსკვლავების პორტრეტები
ადამიანები, რომლებმაც XX საუკუნე შეცვალეს
იუსუფ კარშის ფოტოპროექტი. კარში თურქეთში დაბადებული და კანადაში დასახლებული სომეხი იყო. ის სტუდიური ფოტოების დიდოსტატი გახლდათ. ამდენი ცნობილი ადამიანი ალბათ, არავის გადაუღია. ერნესტ ჰემინგუეი. 1957 ჰამფრი ბოგარდი. 1946 ელიზაბეტ ტეილორი. 1946 უოლტ დისნეი. 1954 ფიდელ კასტრო. 1971 უინსტონ ჩერჩილი. 1941 ტენესი უილიამსი. 1956 თომას მანი. 1946
ის არსებობს?
დიდებული საღამო იყო. 2008 წლის 2 ივლისის საღამო. ცხადია, დიდებულებაში ამინდს არ ვგულისხმობ, თუმცა ისე, ამინდსაც არა უშავდა. ჩარგალში ვისხედით და ვინც ჩარგალში არ მჯდარა, როგორ გაიგებს, იქ ჯდომის ლაზათს? იქაური მუღამი კი იყო არაფრით გამორჩეული სამზარეულო, სულ მოყანყალებული, ხმელი სკამები და გემრიელი შინაურულობა. აი, მეპატრონეს რომ თავაზიანად ესალმები და საქმეს უქებ, ლუდის ჩამომსხმელთან კარგა ხანია რომ ძმაკაცობ და მიმტანი გოგოები ხომ საერთოდ გულის მესაიდუმლოვეებად გაგიხდია. სხვათა შორის, სწორედ ჩარგლის მიმტანი გოგოსგან გავიგე, რომ ნაბიჭვარ კლიენტს მიმტანმა შეიძლება ფურთხიანი ყავა მიართვას საგანგებო ღიმილით და ასე იძიოს შური, მიმტანებისთვის ზევიდან ყურების გამო. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი გაშინაურებულები უნდა ვყოფილიყავით ჩარგლის გოგოებთან, ჩვენ, კლიენტებს ასეთ საიდუმლოებებს რომ გვიყვებოდნენ. მოკლედ, ჩარგალი იყო, რა... თავისი ნისიების დავთარიც ხომ ჰქონდათ და ყველაზე მეტი ვალები ჩვენზე ეწერათ. იმ საღამოსაც დიდებული დრო
გასტრონომში
- შეჩემა, ეგ არ გინდა, დიდი ბოთლები ავიღოთ... უეცრად უკნიდან შემოესმათ: - ქართველები ხართ? მიიხედეს. ასაკშეპარულ კაცი იყო, მარცხენა ხელის მტევანზე გახუნებული, საბჭოეთის დროინდელი სვირინგი ჰქონდა. მეორე ხელში გასტრონომის კალათა ეკავა, რომელშიც პური, მომცრო ქილით პამიდვრის წნილი და ბოთლი არაყი ელაგა. უცნობი იღიმებოდა. კილო კი ქართლური ჰქონდა. გორელი აღმოჩნდა - ლიეტუვაში 23 წლის წინ გადმოკარგული და სამუდამოდ იქაურ მიწას მიჯაჭვული. 15 წელი არ ვყოფილვარ საქართველოშიო. ტაქსიზე მუშაობდა. ჩრდილოეთელ ქალს ვერშეგუებულს ოჯახი დიდი ხნის მიტოვებული ჰყავდა და საღამოობით, მანქანას რომ დააბინავებდა, გასტრონომში ნაყიდი ბოთლი არყით იქარვებდა დარდს. დარდი კი ბევრი რამისა ჰქონდა. გორის ამბები იკითხა. ამათ კი, ჩასულებს, გორისა, აბა, რა უნდა ეთქვათ. - გორის ციხე ისევ იქა დგას, სტალინის ძეგლი კი აიღესო - უპასუხეს. დარდიანი კაცი, გორელი კი გახლდათ, მაგრამ სტალინის ტრფიალი არ გამოდგა. მაგას საქართველოსთვის არაფერი
ბერეგზე. ჟუჟუნასთან
Хотя бы кофе выпейте - გვეუბნება ლენა. ლენა კახას ცოლია. კახა შორეული ნაოსნობის კაპიტანია. ეს თანამდებობა ხომ ისედაც ძალიან სოლიდურად ჟღერს და აქ, ზღვისპირა ქალაქში - მით უმეტეს. კახას ხელფასიც ისეთივე სოლიდური აქვს, როგორც მისი თანამდებობა ჟღერს და ამიტომაც, როცა ბიჭები სადმე “ზავედენიე ში“ სხედან, ფულს ვინ იხდის, იოლად წყდება ხოლმე. ლენას შემოთავაზებულ ყავაზე უარს ვამბობ. მერეც მოვასწრებ დალევას. თანაც არა ერთხელ. აქ, ბათუმში, ყავის სმა, კოფეს რომ ეძახიან, ყოველდღიური რიტუალის ნაწილია. თუმცა რას გიყვებით, არაფერი მძულს იმაზე მეტად, ვიდრე ჭკვანური სახით ისეთი ამბების მოყოლა, რაც ისედაც ყველამ იცის. ყავა მოიცდის, კახასთან ერთად „ბერეგზე“ გავდივარ. ბიჭებიც გამოვლენო, მითხრა კახამ - „ბერეგზე“ ჟუჟუნასთან. იდეა მომეწონა. ბავშვობიდან მიყვარს ასეთი ადგილები და თან გვარიანად მოშიებულიც ვარ. ჟუჟუნას კაფე იაფფასიანი სასადილო იყო კომუნისტების დროსაც და მას მერე აქ არც
ფლეშბექი
ნათია ბალანჩივაძე. ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და ფეისბუკში შევდივარ. კლავიატურა ლათინურ შრიფტზე გადამყავს. საძიებო ველში ვკრეფ: Natia balanchivadze. კი, ეგ არის, პროფილის ფოტოთი ვხვდები. თვალში ბოლო პოსტი მხვდება. უფრო სწორად, ფოტო - სიცოცხლეს ასხივებს. ქვეშ უამრავი მოწონება და კომენატრი აქვს. ფოტოების განყოფილებაში შევდივარ: Photos of Natia; Natias’s photos; Albums. ატვირთულ ფოტოებს ვკლიკავ. ზამთარში გადაღებული ფოტოები მხვდება. ვსქროლავ - შემოდგომის ფოტოები. მერე ზაფხულის. ზაფხულის ფოტოები განსაკუთრებით მომწონს. საოცრად მიმზიდველად გამოიყურება. მიმზიდველად და ბედნიერად. ეს ფოტო სხვებზე მეტად მომწონს: ფანჯრის რაფაზე ზის, მოკლე ჯინსის კაბა და ადიდასის თეთრი ბოტასები აცვია. დიდი ზომის მაისური მხარზე აქვს გადმოვარდნილი. ფოტო პროფილშია გადაღებული. აშკარად დადგმული კადრია, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს. ნათია ბალანჩივაძე - ვთქვი ხმამაღლა. ღამის სიჩუმეში ჩემი ხმა უცნაური ექოთი დამიბრუნდა უკან. შევკრთი. რაღაცნაირი გრძნობაა, ღამე სრულიად მარტო სასაფლაოზე რომ დგახარ.
მინიმალისტური პოსტერები
მინიმალისტური პოსტერები ქართული ფილმებისთვის. ვინმე იტყვის, რომ ეს ძალიან ნიჭიერი ადამიანის მოფიქრებული არ არის?